ზედაზენი Krombacher-ის ოფიციალური წარმომადგენელია
13 მარტს, თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“, სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და Krombacher-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოსა და აზერბაიჯანში გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
„ქართული ლუდის კომპანია“, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პრემიალური ლუდის ბრენდებისა და გამაგრილებელი სასმელების ოფიციალური წარმომადგენელია, საკუთარ პორტფოლიოს აფართოებს. ამიერიდან, ზედაზენი საქართველოში Krombacher-ის ახალი და საიმედო პარტნიორი ხდება.
როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე განმარტავს, კომპანიასა და Krombacher-ს შორის მოლაპარაკებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. შესაბამისად, ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუციას და განვითარებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს.
მისივე თქმით, „ქართული ლუდის კომპანიას“ შექმნის დღიდან აქვს სწრაფვა იმისა, რომ იყოს ნომერ პირველი კომპანია ლუდის ინდუსტრიაში თავისი პორტფელით და მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ფართო არჩევანი.
გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ადგილობრივი ბაზრის ლუდის მომხმარებელს აქვს მზაობა და მოთხოვნა პრემიუმ კატეგორიის ლუდების ბრენდებზე, საერთაშორისო აღიარებით და ექსკლუზიური წარმოების ადგილებით. სწორად ამ მიზნით „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელში გაჩნდა იმპორტის კატეგორია და დაემატა, მსოფლიოში ცნობილი, გერმანიის ბაზრის უპირობო ლიდერი, ლუდი Krombacher-ი.
კახაბერ კოტრიკაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია Krombacher-ის ქოლგის ქვეშ არსებული 0.0%-იანი, ხორბლის და გაუფილტრავი ლუდის დამატება.
ცნობისათვის, საოჯახო, გერმანული ლუდსახარში Krombacher-ი 1803 წელს დაარსდა და დღეს Krombacher-ი ლუდის ბრენდი 70-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.
ყოველწლიური კვლევების მიხედვით, ბოლო 20 წელია Krombacher-ი არის გერმანული ბაზრის უპირობო ლიდერი და ნომერ პირველი გერმანული ლუდი.
შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. საწარმო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში მდებარეობს კომპანია, მისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა არალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის ინდუსტრიაში. ზედაზენი რეგიონში ერთერთი მოწინავე საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს, ნატურალურ წვენს და ცივ ჩაის.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.