მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზედიზედ მეორედ მსოფლიოზე! - საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

news image
mbc image

26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენ გამსვლელ მესამე პოზიციას ვიკავებთ. ბერძნებს კი საქმე ჩვეულად არ მისდით და მე-5 ადგილზე არიან. გასვლითი შეხვედრის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, პორტუგალიას თბილისში ვუმასპინძლებთ, შემდეგ კი თებერვალს და დასკვნით ორ შეხვედრას დაველოდებით.

ამიტომაც აქვს ამ ორ შეხვედრას განსაკუთრებული ფასი - ორივე მეტოქე ჩვენი უშუალო მდევარია. ჯგუფიდან 3 ნაკრები გადის და ჩვენ მესამე პოზიციაზე ვართ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მდგომარეობა ჩვენს ჯგუფში უკიდურესად დაძაბულია და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს თითოეული ნაკრები ინარჩუნებს.

მეორე რაუნდის უკეთეს დასაწყისს ვერც ვინატრებდით. აგვისტოში, თბილისში მონტენეგროს 101:74 მოვუგეთ, შემდეგ პორტუგალიაში ჩავედით და მასპინძლებსაც ვძლიეთ - 98:90. ამ ორი გამარჯვების შემდეგ 13 ქულა გვაქვს, იმდენივე, რამდენიც მეორეადგილოსან ესპანეთს. ლიდერი უკრაინა ერთი ქულით გვისწრებს, პორტუგალიას, საბერძნეთსა და მონტენეგროს კი 12-12 ქულა აქვთ. ოთხი მატჩი, სამი საგზური და ექვსი ნაკრები, რომელსაც მსოფლიოზე მოხვედრის იმედი აქვს.
საბერძნეთთან ბოლო შეხვედრა მწარედ გვახსოვს. შარშანდელ ევრობასკეტზე 53:94 დავმარცხდით. ახლა სტუმრად ვთამაშობთ, თანაც NBA-ის კალენდრის გამო ვერც გოგა ბითაძე დაგვეხმარება და ვერც სანდრო მამუკელაშვილი. ასეთ დროს რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? თუნდაც ის, რაც იმავე ევრობასკეტზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოხდა - მრისხანე საფრანგეთს ათი ქულით მოვუგეთ და ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით.

ეს ჩვენი ხასიათია. უტეხები ვართ და მიზნისთვის დაუღალავად ვიბრძვით. და თუ მართლა ერთ მუშტად შევიკარით, საფრანგეთისა და ესპანეთის დონის ნაკრებებს საკალათბურთო გაკვეთილებსაც ვუტარებთ. დიდი მიზნებისთვის მიმავალ გზაზე ინდივიდუალური მაგალითიც არაერთი გვაქვს. სულ ახლახან, ჩვენმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მორიგი საყურადღებო სტატისტიკა შემოგვთავაზა. ევროლიგაში 4000-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, რაც აქამდე, ისტორიაში სულ 8 კალათბურთელს მოუხერხებია. თუმცა ეს კიდევ სხვა ამბავია, ჩვენს კაპიტანს უმდიდრესი კარიერა უმაგრებს ზურგს, მაგრამ ევროლიგა ჯერ კიდევ მოსაგებია.

საბერძნეთთან და პორტუგალიასთან ძალიან დაგვაკლდება NBA-ის ლეგიონი. ბიჭები, რომლებიც მთელ საქართველოს მაგალითს აძლევენ: დიდი შრომის რეზულტატი დიდი წარმატებაა. გოგაზე საუბრისას ხშირად 2019 წლის დრაფტის წინა დღეს გადაღებულ ფოტოს ვიხსენებთ. ერთ მაგიდასთან ზაიონ უილიამსონს ჟურნალისტები ახვევიან, გვერდით კი გოგა ზის და კითხვას ელის. დუეინ უეიდმა ურჩია, ეს ამბავი მოტივაციად გამოიყენეო. გოგას პასუხიც დასაფასებელია - ზაიონი ძალიან კარგი კალათბურთელია და ის, რაც მოხდა, საერთოდ არ მაწუხებსო. გოგას უკვე მოესწრო ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მოგება და თავისი საქმის ფასი მაშინაც იცოდა, როცა მის მაგიდასთან ერთი მიკროფონიც არ ჩანდა. დღეს ბითაძე "ორლანდოს" რიგებში თამაშობს და იმის მიუხედავად, რომ სათადარიგო ცენტრია, ბოლო 5 მატჩში პარკეტზე საშუალოდ 18.6 წუთს ატარებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სეზონში კიდევ ძალიან ბევრ რამეს დაამტკიცებს.

სანდრო მამუკელაშვილი კი, 54 ნომრით, ლუკა დონჩიჩის "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" სასტარტო ხუთეულის წევრია. ზოგიერთს ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ რომ მოესმინა, ალბათ, გაიკვირვებდა: “მამუკელაშვილი ლეიკერსში”? დღეს კი შეგვიძლია, ლოს-ანჯელესის თამაში ჩავრთოთ და პარკეტზე 54 ნომერს მივადევნოთ თვალი.

მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდა, სანდრომ დიდი გზა გაიარა. სან-ანტონიოში ქომაგებს ძალიან უყვარდათ, გრეგ პოპოვიჩთან მუშაობდა, სხვაგან უკეთეს ანაზღაურებასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მამუმ “ტორონტო“ აირჩია - რადგან პარკეტზე მეტი დროის გატარება უნდოდა. კანადაში ერთ სეზონში 80 შეხვედრა ჩაატარა, მომდევნო ზაფხულს კი ის შესაძლებლობა მიიღო, რომელზეც ბავშვობაში ალბათ ჩვენთან ერთად თავადაც უოცნებია.

ნოემბერში ამ სამი მოთამაშიდან ორს ვერ ვიხილავთ. ვიღაცას გოგას ნაცვლად მოუწევს ფარქვეშ ბრძოლა, სხვას კი საკუთარ თავზე იმ სროლის აღება, რომელსაც ჩვეულებრივ სანდრო შეასრულებდა. სწორედ მათთვისაა სამაგალითო ჩვენი ლიდერების გზა - განსაკუთრებით იმ კალათბურთელებისთვის, რომლებიც 26 ნოემბერს საბერძნეთში სათადარიგოთა სკამიდან წამოდგებიან და შანსს გამოიყენებენ. მათ გვერდით იქნება კაპიტანი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ერთ ბურთს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში.

ერთი სიტყვით, 26-ში, 22:00-ზე, საბერძნეთი გველის, მერე კი პორტუგალია (29 ნოემბერი, 19:30. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისე მოვიპოვეთ, რომ ბოლო წამამდე დაძაბულები ვიყავით. ამჯერად, ოთხი მატჩით ადრე, გამსვლელ სამეულში ვართ და თებერვლის წინ პოზიციის გამყარება შეგვიძლია. 

ჰოდა, რატომაც არა? ვითამაშებთ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!

საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა