ზედიზედ მეორედ მსოფლიოზე! - საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენ გამსვლელ მესამე პოზიციას ვიკავებთ. ბერძნებს კი საქმე ჩვეულად არ მისდით და მე-5 ადგილზე არიან. გასვლითი შეხვედრის დასრულებიდან სამი დღის შემდეგ, პორტუგალიას თბილისში ვუმასპინძლებთ, შემდეგ კი თებერვალს და დასკვნით ორ შეხვედრას დაველოდებით.
ამიტომაც აქვს ამ ორ შეხვედრას განსაკუთრებული ფასი - ორივე მეტოქე ჩვენი უშუალო მდევარია. ჯგუფიდან 3 ნაკრები გადის და ჩვენ მესამე პოზიციაზე ვართ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მდგომარეობა ჩვენს ჯგუფში უკიდურესად დაძაბულია და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს თითოეული ნაკრები ინარჩუნებს.
მეორე რაუნდის უკეთეს დასაწყისს ვერც ვინატრებდით. აგვისტოში, თბილისში მონტენეგროს 101:74 მოვუგეთ, შემდეგ პორტუგალიაში ჩავედით და მასპინძლებსაც ვძლიეთ - 98:90. ამ ორი გამარჯვების შემდეგ 13 ქულა გვაქვს, იმდენივე, რამდენიც მეორეადგილოსან ესპანეთს. ლიდერი უკრაინა ერთი ქულით გვისწრებს, პორტუგალიას, საბერძნეთსა და მონტენეგროს კი 12-12 ქულა აქვთ. ოთხი მატჩი, სამი საგზური და ექვსი ნაკრები, რომელსაც მსოფლიოზე მოხვედრის იმედი აქვს.
საბერძნეთთან ბოლო შეხვედრა მწარედ გვახსოვს. შარშანდელ ევრობასკეტზე 53:94 დავმარცხდით. ახლა სტუმრად ვთამაშობთ, თანაც NBA-ის კალენდრის გამო ვერც გოგა ბითაძე დაგვეხმარება და ვერც სანდრო მამუკელაშვილი. ასეთ დროს რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს? თუნდაც ის, რაც იმავე ევრობასკეტზე, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოხდა - მრისხანე საფრანგეთს ათი ქულით მოვუგეთ და ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვდით.
ეს ჩვენი ხასიათია. უტეხები ვართ და მიზნისთვის დაუღალავად ვიბრძვით. და თუ მართლა ერთ მუშტად შევიკარით, საფრანგეთისა და ესპანეთის დონის ნაკრებებს საკალათბურთო გაკვეთილებსაც ვუტარებთ. დიდი მიზნებისთვის მიმავალ გზაზე ინდივიდუალური მაგალითიც არაერთი გვაქვს. სულ ახლახან, ჩვენმა კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, მორიგი საყურადღებო სტატისტიკა შემოგვთავაზა. ევროლიგაში 4000-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, რაც აქამდე, ისტორიაში სულ 8 კალათბურთელს მოუხერხებია. თუმცა ეს კიდევ სხვა ამბავია, ჩვენს კაპიტანს უმდიდრესი კარიერა უმაგრებს ზურგს, მაგრამ ევროლიგა ჯერ კიდევ მოსაგებია.
საბერძნეთთან და პორტუგალიასთან ძალიან დაგვაკლდება NBA-ის ლეგიონი. ბიჭები, რომლებიც მთელ საქართველოს მაგალითს აძლევენ: დიდი შრომის რეზულტატი დიდი წარმატებაა. გოგაზე საუბრისას ხშირად 2019 წლის დრაფტის წინა დღეს გადაღებულ ფოტოს ვიხსენებთ. ერთ მაგიდასთან ზაიონ უილიამსონს ჟურნალისტები ახვევიან, გვერდით კი გოგა ზის და კითხვას ელის. დუეინ უეიდმა ურჩია, ეს ამბავი მოტივაციად გამოიყენეო. გოგას პასუხიც დასაფასებელია - ზაიონი ძალიან კარგი კალათბურთელია და ის, რაც მოხდა, საერთოდ არ მაწუხებსო. გოგას უკვე მოესწრო ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მოგება და თავისი საქმის ფასი მაშინაც იცოდა, როცა მის მაგიდასთან ერთი მიკროფონიც არ ჩანდა. დღეს ბითაძე "ორლანდოს" რიგებში თამაშობს და იმის მიუხედავად, რომ სათადარიგო ცენტრია, ბოლო 5 მატჩში პარკეტზე საშუალოდ 18.6 წუთს ატარებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ სეზონში კიდევ ძალიან ბევრ რამეს დაამტკიცებს.
სანდრო მამუკელაშვილი კი, 54 ნომრით, ლუკა დონჩიჩის "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" სასტარტო ხუთეულის წევრია. ზოგიერთს ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ რომ მოესმინა, ალბათ, გაიკვირვებდა: “მამუკელაშვილი ლეიკერსში”? დღეს კი შეგვიძლია, ლოს-ანჯელესის თამაში ჩავრთოთ და პარკეტზე 54 ნომერს მივადევნოთ თვალი.
მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდა, სანდრომ დიდი გზა გაიარა. სან-ანტონიოში ქომაგებს ძალიან უყვარდათ, გრეგ პოპოვიჩთან მუშაობდა, სხვაგან უკეთეს ანაზღაურებასაც სთავაზობდნენ, მაგრამ მამუმ “ტორონტო“ აირჩია - რადგან პარკეტზე მეტი დროის გატარება უნდოდა. კანადაში ერთ სეზონში 80 შეხვედრა ჩაატარა, მომდევნო ზაფხულს კი ის შესაძლებლობა მიიღო, რომელზეც ბავშვობაში ალბათ ჩვენთან ერთად თავადაც უოცნებია.
ნოემბერში ამ სამი მოთამაშიდან ორს ვერ ვიხილავთ. ვიღაცას გოგას ნაცვლად მოუწევს ფარქვეშ ბრძოლა, სხვას კი საკუთარ თავზე იმ სროლის აღება, რომელსაც ჩვეულებრივ სანდრო შეასრულებდა. სწორედ მათთვისაა სამაგალითო ჩვენი ლიდერების გზა - განსაკუთრებით იმ კალათბურთელებისთვის, რომლებიც 26 ნოემბერს საბერძნეთში სათადარიგოთა სკამიდან წამოდგებიან და შანსს გამოიყენებენ. მათ გვერდით იქნება კაპიტანი, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა ფასი შეიძლება ჰქონდეს ერთ ბურთს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში.
ერთი სიტყვით, 26-ში, 22:00-ზე, საბერძნეთი გველის, მერე კი პორტუგალია (29 ნოემბერი, 19:30. პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ისე მოვიპოვეთ, რომ ბოლო წამამდე დაძაბულები ვიყავით. ამჯერად, ოთხი მატჩით ადრე, გამსვლელ სამეულში ვართ და თებერვლის წინ პოზიციის გამყარება შეგვიძლია.
ჰოდა, რატომაც არა? ვითამაშებთ ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს!
საქართველოს ბანკი - საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სხვა სიახლეები
ისარგებლეთ ქეშბექით ASOS-ზე, SHEIN-ზე, Zalando-სა და Trendyol-ზე შოპინგისას - ნახეთ Black Friday შეთავაზებები Student Card-ისგან
25.11.2026.22:28
Black Friday-ის მრავალფეროვანი შეთავაზებების ფარგლებში, საქართველოს ბანკი Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შოპინგისას ფასდაკლებებთან ერთად დამატებითი სარგებელიც მიიღონ და დახარჯული თანხის ნაწილი უკან დაიბრუნონ.
შეთავაზების ფარგლებში, 27 ნოემბერს Student Card-ის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ შოპინგისას ASOS-ზე, Zalando-ზე, SHEIN-სა და Trendyol-ზე დახარჯული თანხის 30% დაიბრუნონ (მაქსიმუმ 100 ლარი ჯამურად ოთხივე ვებგვერდზე). ასევე 27-ში 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ Steam-ის ვებგვერდზე და DeFacto-ს მაღაზიაშიც. (მაქსიმუმ 100 ლარი).
გარდა ამისა, 27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებში მდებარე Wendy’s-ის, Dunkin’-ის, Subway-სა და Tolia-ს კვების ობიექტებში დახარჯული თანხის 30% დაგიბრუნდებათ. (მაქსიმუმ 20 ლარი ჯამურად ოთხივე ობიექტში).
Student Card-ის მფლობელებისთვის სხვა შეთავაზებებიც მოქმედებს:
• Breezy - 26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი);
• Altersocks - 27-29 ნოემბერს 40%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);
• Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade, iRoom, Aden Cosmetics და Tresor - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (ლიმიტის გარეშე);
• iCity - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).
აღსანიშნავია, რომ Black Friday-ის შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ Student Card-ის მფლობელებისთვის არ არის განკუთვნილი. საქართველოს ბანკის სხვა ბარათების მფლობელებსაც შეუძლიათ ქეშბექის მიღება, მათ შორის Student Card-ითაც, შემდეგ ობიექტებში:
• Pancho - 23-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;
• BEKO - 28 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 300 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება ტელეფონებსა და ლეპტოპებზე)
• Archevani - 25-26 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;
• Kontakt Home - 27 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 500 ლარი;
• Carpisa - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე (შეთავაზება არ ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზე);
• Intelekti - 27-29 ნოემბერს 30%-იანი ქეშბექი, ლიმიტის გარეშე;
• Glasses Gallery - 28-30 ნოემბერს 50%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარი (შეთავაზება არ ვრცელდება მინებზე);
• Automenu.ge - 29 ნოემბერს 20%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი.
თუ ჯერ არ გაქვს Student Card მისი აღება ამ ბმულზე შეგიძლია. ბარათის აღება შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა 18-23 წლის მომხმარებელს, სტუდენტის სტატუსის მიუხედავად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შეთავაზებებისა, Black Friday-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის sCool, PLUS, სუპერ PLUS, მასწავლებლის, American Express და SOLO ბარათების მფლობელებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებები მოქმედებს. სრულად სანახავად ეწვიეთ საქართველოს ბანკის შეთავაზების გვერდს.