მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

news image
mbc image

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალმა, რომელიც ტრადიციულად თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართა, 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის იყო 140-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

სამი დღის განმავლობაში, ექვს სხვადასხვა სცენაზე გაიმართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები და სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიის გამოწვევები დღეს, ქალთა უფლებები და გენდერული სამართლიანობა, ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური ძალაუფლება, ომებისა და იმპერიების მემკვიდრეობა, კლიმატური კრიზისი, ლიტერატურა, ფოტოგრაფია, დემოკრატიის გამოწვევები, არქიტექტურა თუ ფილოსოფია, ციფრული რეპრესიები და მრავალი სხვა. არაერთი სესია დაეთმო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

ჩატარდა შემეცნებითი ტურები, რომლებიც მოიცავდა თბილისის საბჭოთა და დემოკრატიული წარსულის გაცნობას, ქალაქის არქიტექტურაზე საუბარს, უახლოესი წარსულისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაზიარებას.

წელს მომხსენებლებს შორის იყვნენ: ვიეტ თან ნგუენი – პულიცერის პრემიის ლაურეატი, წიგნის The Sympathizerავტორი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი ომებისა და იძულებითი გადაადგილების თემებზე.  დევიდ ბელტი – მეწარმე და ნოვატორი დეველოპერი, რომელმაც ბრუკლინის გემთსაშენის საუკუნოვანი საწყობი New Lab-ად აქცია და ნიუ-იორკის ტექნოლოგიური სფეროს 50 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა. კარენ ჰაო –  ჟურნალისტი, რომლის Empire of AI ცვლის წარმოდგენას იმაზე, თუ ვინ აკონტროლებს რეალურად ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას. ზელდა პერკინსი – ჰარვი ვაინშტაინის ყოფილი ასისტენტი, რომლის ათწლიანმა კამპანიამ გაუთქმელობის ხელშეკრულებების(NDA) წინააღმდეგ ბრიტანული კანონმდებლობა შეცვალა. კუმი ნაიდუ – სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი, რომელიც 15 წლის ასაკში აპარტეიდის წინააღმდეგ სკოლების ბოიკოტს უწევდა ორგანიზებას, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა Greenpeace-სა და Amnesty International-ს. მაიკლ ბარენბოიმი – მევიოლინე, West-Eastern Divan Orchestra-ს კონცერტმაისტერი. ლეოპოლდო ლოპესი – ვენესუელელი ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც წლები გაატარა მადუროს ციხეში და შექმნა გლობალური მოძრაობა იმ ადამიანებისა, რომლებიც უარს ამბობენ ავტოკრატიის გამარჯვებასთან შეგუებაზე. ბაო ნგუენი – ემის ნომინანტი რეჟისორი; მისი ბოლო ფილმი, The Stringer, იკვლევს ვიეტნამის ომის ყველაზე ცნობილი ფოტოს სადავო ავტორობას. ჯული პოსეტი – დეზინფორმაციის მკვლევარი, რომელიც ამჟამად მარია რესას პროექტს, Information Integrity Initiative-ს ხელმძღვანელობს. რეიჩელ კორპი – ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც გაიარა გზა სტუდენტი ფრილანსერობიდან ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საინფორმაციო ორგანიზაციის მართვამდე. ჯეიკ ფრიდმანი– კრეატიული მეწარმე, რომელმაც საკუთარი ხმის ჩამწერი ლეიბლი 19 წლის ასაკში დააარსა და მუსიკას, თეატრსა და კინოს აკავშირებს. ჯონ ლი ანდერსონი – The New Yorker-ის ჟურნალისტი და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კორესპონდენტი. ელაიზა ანიანგვე – ემის მფლობელი კამერუნელი ჟურნალისტი, რომელიც გენდერისა და ძალაუფლების საკითხებზე მუშაობს.

წელს თიბისიმ ფესტივალში ჩართულობა კიდევ უფრო გააფართოვა და ZEG-ის მოხალისეთა პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ეს პარტნიორობა თიბისის ახალი თაობის მხარდაჭერის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და გლობალურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას.

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, თბილისში 2027 წლის 4-6 ივნისს დაბრუნდებამანამდე კი, 2026 წლის შემოდგომაზე, ZEG-ის ღონისძიებას ამსტერდამი და ნიუ-იორკი უმასპინძლებს. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

23.06.2026.17:37

სადაზღვევო კომპანია ალდაგი 20 ივნისს დედაქალაქში მომხდარი ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულ მომხმარებლებს, წინასწარი მონაცემებით, 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე დაფიქსირდა 3 000-მდე განაცხადი. სტიქიამ ძირითადად საცალო და კორპორატიული სეგმენტის ავტომობილები დააზიანა.
მიმდინარე მონაცემებით, დაზარალებულთა რაოდენობა და მიყენებული ზარალის მოცულობა დინამიურად იცვლება და ზარალის შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ავტომობილების ნაწილის შეფასება უკვე დასრულებულია და კომპენსაციების გაცემა დაწყებულია. მომხმარებლებისთვის შეთვაზებულია ავტომობილების შეკეთების ინდივიდუალური გეგმაც.
„სტიქიის პირველივე წუთებიდან, ჩვენი გუნდი სრული დატვირთვით მუშაობს დედაქალაქში სეტყვის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელთა დასახმარებლად. ალდაგი ავტოდაზღვევის ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პორტფელს ფლობს, კორაპორატიულ და საცალო სეგმენტში, შესაბამისად, სტიქიის მასშტაბი ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მეტად შეეხო. პროცესის სირთულიდან გამომდინარე, ალდაგის ქოლ-ცენტრი გადაყვანილია 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე, რათა ოპერატიულად მოხდეს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილებაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა