მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო პროცესი განახლდა

news image
mbc image

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო პროცესი ახალი სიმძლავრით განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ექსპლუატაციაში შევიდა №21 ღუმელი, რომლის გამომუშავების მოცულობა დღე-ღამეში 70 ტონას შეადგენს, რაც მაღალხარისხიანი მზა პროდუქციის უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს.

„დროებითი მართვის რეჟიმის ფარგლებში, ღუმელების პარალელურად, სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა გაზგამწმენდ ფილტრებზე, რაც ტექნოლოგიური პროცესის ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება“, - განმარტავენ „ჯორჯიან მანგანეზში“.

„ჯორჯიან მანგანეზი“, უმსხვილესი ქართული სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა. სავაჭრო პარტნიორობა კი მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 21 ქვეყანას აერთიანებს.

„ჯორჯიან მანგანეზი“ რამდენიმე შვილობილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი, რომელიც ფოლადის წარმოებისთვის აუცილებელ მინერალს ჭიათურის მანგანუმის საბადოზე მოიპოვებს. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს - ფეროშენადნობებს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე შედის განახლებადი ჰიდროელექტრო სადგური ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა