მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა გაიხსნა - ინვესტიცია $80 მილიონია

news image
mbc image

ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხნის გახსნა. გახსნის ცერემონიალის მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი დაესწრო. 

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად იყოს კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა არის 400 ათასი ტონა არმატურა, რაც მას აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპი ფოლად სადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის არამედ შექმნის მყარ საფუძველს პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი, ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება - ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს: ავთანდილ გოცაძეს და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვს, მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ასევე სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული ჯითიემ გრუპმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მლნ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს, საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. რომელიც მხარში დაუდგა ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთ ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებულ თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოს 4 წლის განმავლობაში ჩვენ გაქვს  მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას, და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას - ერიკ ტრამპი

16.09.2026.01:28

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა ???????????????????? ???????????????????? ????????????????????????????-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მისი სურვილია, რომ ???????????????????? ???????????????????? ???????????????????????????? იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ.

„ჩვენ გვინდა, რომ ხელახლა განვსაზღვროთ ქალაქის ჰორიზონტი და გვინდა, რომ ახლებური იერი და სახე შეიძინოს ქალაქმა ამ საუკუნეში. მინდა, რომ მხარი დავუჭირო ამ პროექტს, დეველოპმენტზე მომუშავე მთელი გუნდი, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ, ისინიც ასევე მზად არიან, რომ მთელი გული და სული ჩადონ ამ პროექტში, რომ ეს მართლაც გახდეს საუკეთესო შენობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში. ნამდვილად, საქართველო - ეს არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და მინდა, რომ ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო შენობა ევროპაში, აზიაში და ახალი იერი შეიძინოს თბილისის სახემ. ნამდვილად ჩვენ ვიცით, რომ პრესტიჟული ბრენდები არიან წარმოდგენილები და მინდა, რომ ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რითაც ნამდვილად ვიამაყებთ.

უპირველეს ყოვლისა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ. დილითვე ბევრი ინტერვიუ მივეცი არა მარტო ევროპის მასშტაბით, ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკაში, ვისაუბრე საქართველოზე, თბილისზე. ეს არის მსოფლიოში ნამდვილად ყველაზე ცნობილი და ფართომასშტაბიანი უძრავი ქონების ბრენდი. როდესაც შემოვალთ თბილისში, უფრო შესამჩნევი გახდება თბილისი.

მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი და ტრამპ თაუერი ნიუ-იორკში ყველაზე წარმატებული შენობაა, რომელიც კი აშენებულა დედამიწის ზურგზე. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო ბევრი წლის წინ და განახორციელა“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა