მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია იპოვო და არსად გაუშვა - ლაშა გურულის გზას ოლიმპიური მედლიდან პროფესიულ რინგამდე

news image
mbc image

სპორტში ყველაზე მთავარი არ გაჩერება, თვითდისციპლინა და შეუპოვრობაა. ყოველ შემთხვევაში, ლაშა გურულის წარმატების ფორმულა სწორედ ამას ამტკიცებს, რადგან მისი ჟინი 7 წლის ასაკიდან უწყვეტ მოძრაობაშია.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი პროფესიონალი მოკრივის გზა დიდ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა.  ზოგჯერ არც სათანადო პირობები ჰქონდა, არც საჭირო რესურსი, მაგრამ მთავარი არასდროს დაუკლია: სურვილი, შრომა და ჟინი. ჟინი იმისა, რომ პროფესიულ კრივში მის სათქმელს აუცილებლად იტყოდა.

გზის სირთულეები

“7 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ჩემი გზა ოლიმპიური კრივით უნდა დაწყებულიყო. გზა მარტივი არ ყოფილა. 2016 და 2020 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი. მაგრამ არ გავჩერდი. ვცდილობდი ყველა დამარცხებიდან რაღაც მესწავლა,“ - ამბობს ლაშა გურული.

ამ ყველაფრის ფონზე ბევრს არ სჯეროდა, რომ ლაშა წარმატებას მიაღწევდა. მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას გაჩერებას ან სხვა გზით სვლას ურჩევდნენ. თუმცა მოპოვებული გამარჯვებები აძლევდა მას ძალას, თავდაუზოგავი ვარჯიშით ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება იყო.

გარდატეხა - “2024, პარიზი”

2024 წელს დაუოკებელმა ჟინმა მაინც მიაღწია დასახულ მიზანს. ქართველმა სპორტსმენმა, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალისკენ გზაზე ყაზახი მოკრივე, უულუ მუჰამედსაბირიც დაამარცხა, თუმცა შემდეგ კუბელ ბორხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მოპოვებული გამარჯვება, ქართველი გულშემატკივრებისთვის ოქროს მედლის ტოლფასიც კი იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ თუ რა გზა გაიარა მოკრივემ დიდ გამარჯვებამდე.

“2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამის შემდეგ კი შედგა დებიუტი პროფესიულ კრივში. ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ჟინი ყველაშია, მთავარი მიაგნო და მერე აღარასდროს გაუშვა.“

პროფესიული რინგი

ოლიმპიური წარმატების შემდეგ, ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში გადაინაცვლა. მისი დებიუტი კი რუსთავში შედგა - “რადგან სიმბოლურად მინდოდა, ჩემი პროფესიონალური დებიუტი ჩემს მშობლიურ ქალაქში შემდგარიყო”. მისი პირველი ბრძოლა მარტში, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა, სადაც მანამდე დაუმარცხებელ მოკრივეს, ბერნარდ აბეის სძლია.

პროფესიულ კრივში მან მეორე ბრძოლა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გამართა. აღსანიშნავია, რომ უემბლის რინგი განსაკუთრებულია თავისი ზომით, ისტორიული მატჩებითა და მაყურებლის სიმრავლით. აქ გამოსულან ისეთი ცნობილი მოკრივეები როგორებიცაა: ენტონი ჯოშუა, ვლადიმირ კლიჩკო, ტაისონ ფიური და დილიან უაითი. შესაბამისად, მათ გვერდით ქართველი მებრძოლის სახელი გაცილებით ბევრს ნიშნავს.

19 ივლისს, კრივის სამყაროს ყურადღება ლონდონისკენ იყო მიმართული, სადაც ერთმანეთს ოლექსანდრ უსიკი და დანიელ დუბუა დაუპირისპირდნენ. ბრძოლის დღე ლაშა გურულმა გახსნა: ქართველმა მოკრივემ თავისი მე-2 პროფესიონალური ბრძოლა ბრიტანელ ჯეიმს ფრენსისთან ჩაატარა და მეტოქე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

პროფესიული რინგი სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავს. რადგან ამ დროს სპორტსმენი ბრძოლის გარდა მზად არის ახალი კონტრაქტებისთვის, უზარმაზარი აუდიტორიისთვის, შოუს დადგმისთვის, მედიის და გულშემატკივრების ყურადღებისთვის. და, რაც მთავარია, მიმართულია იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.

ლაშა გურული არ აპირებს გაჩერებას. არაერთ გამარჯვებასა და მედლებთან ერთად, მას უკვე აქვს ოლიმპიური ბრინჯაო, დებიუტი პროფესიულ კრივში და ნოკაუტი უემბლიზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად აღნიშნავს:

წინ, მესამე პროფესიონალური ბრძოლაა. ვერაფერი გამაჩერებს, სანამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარი არგაჩერების  ჟინია.  

საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა