ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს - გაეცანით ლუიზა ჩალათაშვილის გზას იურისტობიდან ფოტოგრაფობამდე
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
ამ მიზნით კი ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით დაეუფლოს. პროფესიის შეცვლა და ახალი გზის არჩევა ყოველთვის გამბედაობას მოითხოვს – სწორედ ასეთი ნაბიჯის შესახებ მოგვითხრობს ლუიზა ჩალათაშვილის ისტორია.
იურისტის საქმიანობა, საჯარო სამსახური და პროფესიული სტაბილურობა დღისით, ფოტოგრაფია და შემოქმედებითი თავისუფლება – საღამოობით. ასე ცხოვრობდა ლუიზა ჩალათაშვილი წლების განმავლობაში, სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტა, ორი პარალელური ცხოვრებიდან ერთი აერჩია.
“ჟინს ყოველთვის თავისი გააქვს. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა – ახლა ფოტოგრაფი ვარ, თუმცა სულ სხვა პროფესიული წარსული მაქვს. რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის გზა, რისი გავლაც მსურდა. ამ დროს ის მომენტი გავიხსენე, როცა კამერა პირველად აღმოჩნდა ჩემ ხელში”, – გვიყვება ლუიზა.
იურისტად მუშაობა სტაბილური, პრესტიჟული, კარგად ანაზღაურებადი პროფესიაა. მიუხედავად ამისა, ლუიზამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მთავარი იყო ეკეთებინა ის, რაც სიხარულს ანიჭებდა.
“ის ნაბიჯიც ჟინმა გადამადგმევინა, ჩემი ჰობი პროფესიად მექცია და იურისტის კარიერას დავმშვიდობებოდი. რაც დრო გადის მეტად მაქვს განცდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე”, - გვიზიარებს ლუიზა.
იხსენებს, რომ ფოტოგრაფიაში გადასვლა მარტივი არ ყოფილა. ახალი გამოწვევები, ახალი პასუხისმგებლობები, კონკურენცია და ეჭვები – ეს ყველაფერი მისი კარიერული ცვლილების თანმდევი იყო.
“როდესაც ფოტოგრაფიის სფეროში პროფესიულად იწყებ საქმიანობას, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა გაქვს და საკუთარ თავსაც მეტს სთხოვ, მაგრამ ეს სირთულე არაა, პირიქით – განვითარების შესაძლებლობაა”, - განმარტავს ლუიზა.
მისი ხელწერა ფოტოგრაფიაში განსაკუთრებულია. ის არ ცდილობს ბუნებრივი სილამაზის ხელოვნურად “გაუმჯობესებას” და სწორედ ამით ახერხებს რეალური კადრების დაჭერას.
“ფოტოებს ძირითადად ბუნებრივ განათებაში ვიღებ, მინიმალური ჩარევით. კარგად თუ დააკვირდებით, ჩვენ გარშემო ყველაფერი იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს”, - ამბობს ის.
ლუიზას ისტორია გვახსენებს, რომ პროფესიული ცვლილება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. საჭიროა გამბედაობის მოკრება და პირველი ნაბიჯის გადადგმა.
“ცხოვრებაში არაფერია დაგვიანებული, ახლის ძიება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუ ფოკუსს გაასწორებ და შენ სურვილებს გულისყურით მოუსმენ, ჟინი აუცილებლად გიჩვენებს გზას, რომელიც შენია”, - ამბობს ლუიზა.
რა თქმა უნდა, პროფესიის შეცვლა ადვილი არ არის. ეს გამბედაობის გარდა, ხშირად სხვადასხვა პასუხისმგებლობებსაც მოითხოვს. მაგრამ ეს შედეგი ღირს რისკად.
“შეიძლება პირველი ნაბიჯი რთულად მოგეჩვენოს, მაგრამ როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამ ხვდები, შესაძლებლობები უსაზღვროა”, - ამბობს ლუიზა.
ლუიზას მსგავსად, შენც შეგიძლია გადადგა ეს ნაბიჯი.
15 ოქტომბრამდე შეავსე აპლიკაცია, მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია და დაეუფლე ახალ პროფესიას სასურველ პროფესიულ სასწავლებელში. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.