მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ZhuZhu - პრემიუმ ალკოჰოლური ჟელე-დესერტების ქართული ბრენდი განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის

news image
mbc image

ZhuZhu პრემიუმ ალკოჰოლური ჟელე-დესერტების ბრენდია, რომელიც
ღონისძიებებისა და ქეითერინგის მიმართულებით ოპერირებს. ბრენდის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს ZhuZhu-ს თანადამფუძნებელი ქეთი სულამანიძე ესაუბრა.

როგორია Zhuzhu-ს საქმიანობის სპეციფიკა, რა მიმართულებით ოპერირებთ და როდიდან ხართ ბაზარზე წარმოდგენილი?

ZhuZhu ქმნის პრემიუმ ალკოჰოლურ ჟელე-დესერტებს - სრულფასოვან კოქტეილებს განსხვავებული გემოებითა და ტექსტურით. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ქეითერინგი და განსაკუთრებული ღონისძიებები: ბრენდული ღონისძიებები, ქორწილები, კორპორატიული საღამოები და კერძო წვეულებები.

პროდუქტზე მუშაობა 2026 წლის მაისში დავიწყეთ, ოფიციალური წარდგენა კი ივნისში, Tbilisi Gastro Week-ზე შედგა. სწორედ იქ გაიცნო ფართო აუდიტორიამ ZhuZhu პირველად.

რა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორ ყალიბდება თქვენი ასორტიმენტი?

ჩვენი ასორტიმენტი აერთიანებს ქართულ ინგრედიენტებსა და თანამედროვე კოქტეილის კულტურას. ვქმნით განსხვავებულ კომბინაციებს, როგორიცაა ბეილისი და ჩურჩხელა, ქინძი და ლიმონჩელო, თაფლი, ლიმონი და ჭაჭა, ასევე ტეკილა, აჯიკა და სვანური მარილი.

სხვადასხვა გემოში ალკოჰოლის შემცველობა 7%-დან 28%-მდე მერყეობს, თუმცა მომხმარებლებს უალკოჰოლო ვერსიებსაც ვთავაზობთ. ასორტიმენტი ვითარდება სეზონური ინგრედიენტების, ახალი ექსპერიმენტებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის მიხედვით.

ღონისძიებებისთვის შეგვიძლია შევარჩიოთ შესაბამისი გემოები, ფერები, დეკორი და მიწოდების ფორმა. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც მზა ლანგრებს, ისე ადგილზე მომსახურებას და კონკრეტული ბრენდისა თუ ღონისძიებისთვის შექმნილ ინდივიდუალურ კოლექციებს.

რით გამოირჩევა Zhuzhu ბაზარზე და რა არის კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ZhuZhu არც მხოლოდ კოქტეილია და არც ჩვეულებრივი დესერტი - ის ორივე გამოცდილებას ერთ პროდუქტში აერთიანებს. ჩვენი მთავარი უპირატესობაა განსხვავებული ფორმატი, ქართული და თანამედროვე გემოების მოულოდნელი, განსხვავებული კომბინაციები და ღონისძიებაზე სრულად მორგებული ვიზუალური პრეზენტაცია.

თითოეულ პროდუქტში თანაბრად მნიშვნელოვანია რეცეპტი, ტექსტურა, ვიზუალი და მიწოდების ფორმა. ალკოჰოლი გემოში არ დომინირებს, თუმცა პროდუქტი სრულფასოვანი კოქტეილის ეფექტს ინარჩუნებს.

ZhuZhu სტუმრისთვის არა მხოლოდ გემო, არამედ ინტერაქციული გამოცდილებაცაა. ის ხშირად ხდება ღონისძიებაზე საუბრისა და გაზიარების მიზეზი. სწორედ ამ იდეას გამოხატავს ჩვენი სლოგანიც: „შე-ჟუჟუ-ნდი გემოვნებით"

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ჩვენი მიზანია, ადამიანებს ალკოჰოლის სრულიად ახალი გამოცდილება შევთავაზოთ - ჟელეში შერწყმული მოულოდნელი ქართული და თანამედროვე გემოები.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი და სეზონური კოლექციების შექმნას, ღონისძიებების ორგანიზატორებთან, ქეითერინგის კომპანიებთან, შეფებთან, ბარებსა და ბრენდებთან თანამშრომლობის გაფართოებას.

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა ZhuZhu საერთაშორისო ბაზარზეც გავიტანოთ და ქართული ინგრედიენტები თანამედროვე, გამორჩეული ფორმით უცხოელ მომხმარებელს გავაცნოთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზრდასთან ერთად შევინარჩუნოთ პროდუქტის ხარისხი, მცირე სერიების მიდგომა და ZhuZhu-ს უნიკალური ხელწერა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა და შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს ვებსაიტზე-zhuzhu.ge

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა