მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.3
-0.0191
flag
AZN 1.5715
-0.0011
flag
CNY 39.397
0.0002
flag
EUR 3.1095
-0.0029
flag
GBP 3.5909
-0.0158
flag
KZT 55.64
-0.0092
flag
TRY 0.0582
-0.0003
flag
USD 2.6716
-0.0016
news banner

ზრდადი ანაბარი მიკრობანკი “კრისტალისგან” - დაზოგე თანხა მარტივად, მაღალი სარგებლით

news image

თანხების ეფექტიანად განკარგვას, ფინანსურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას თანამედროვე ადამიანები სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ. პოპულარული ხდება დაზოგვის კულტურა და ამ კუთხით გაცემული რეკომენდაციებიც. პროფესიონალების პირველი რჩევა ასეთია: შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, ყოველთვიურად მინიმუმ 5% მაინც დაზოგეთ და ეს გონივრული ჩვევა ცხოვრების ნაწილად აქციეთ. ამგვარად  ფინანსურ მიზნებს ბევრად მარტივად მიაღწევთ. 

რა თქმა უნდა, სპეციალისტები, რეკომენდაციებთან ერთად, დაგროვებისთვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებსაც გვიზიარებენ. მათ შორისაა ანაბარიც  — საბანკო პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური, ეფექტიანი და სანდო შესაძლებლობაა, რათა ადამიანმა გადანახული თანხისგან გარკვეული სტაბილური შემოსავალი მიიღოს და სულ ჰქონდეს იმედი, რომ მისი დანაზოგი უსაფრთხოდ შეინახება.

რა არის ზრდადი ანაბარი

ზოგადად ანაბარი წარმოადგენს ბანკში გარკვეული დროით განთავსებულ თანხას, რომელსაც პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი ერიცხება. სარგებელი და პირობები განსხვავებულია პროდუქტის მიხედვით: ყველა დეტალი წინასწარ განისაზღვრება ხელშეკრულებით, 

არსებობს ვადიანი, ზრდადი და შემნახველი ანუ მოთხოვნამდე ანაბრები, თუმცა თანხის მოქნილად დაგროვებისთვის ოპტიმალური და მომგებიანი არჩევანი ზრდადი ანაბარია. ეს პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგროვება მინიმალური თანხით დაიწყოს, შემდეგ კი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თუნდაც მცირე შენატანები პერიოდულად დაამატოს და დანაზოგი მარტივად გაზარდოს. 

ამ სპეციფიკის გამო, ზრდადი ანაბარი ხშირად ბევრი ადამიანისთვისაა დაგროვების სტიმული და ის ეფექტიანი სტარტია, რომელიც დროთა განმავლობაში დაზოგვის კულტურას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს. 

რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა მიკრობანკი „კრისტალის“ ზრდადი ანაბარი

„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა უფასოდ, ლარში, აშშ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი. მისი მინიმალური თანხა 10 ერთეულია შესაბამის ვალუტაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის დაგროვების დაწყება, მაგალითად, 10 ლარით, 10 აშშ დოლარით ან 10 ევროთია შესაძლებელი. მერე კი, ანაბრის მოქმედების პერიოდში, მომხმარებელს საშუალება აქვს, სასურველი თანხა ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერ დროს დაამატოს და დანაზოგის გაზრდაზე მუდმივად იზრუნოს. 

„კრისტალის“ ზრდადი ანაბარი გამორჩეულია ფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთითაც, რომელიც ბაზარზე არსებულ სარგებელს მინიმუმ 1,5%-ით აღემატება და ვადის ბოლომდე უცვლელი რჩება.  ამას გარდა, ლარში ეფექტური 11,35%-მდეა,  დოლარში — 4,40%-მდე, ევროში კი — 3.25%-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი დამატებითი თანხის შეტანის შემდეგ ეს სარგებელი უკვე გაზრდილ ძირითად თანხას ერიცხება. ანაბრის ძირისა და დარიცხული სარგებლის გატანა მომხმარებელს უფასოდ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის ბოლოს შეუძლია.

ზრდადი ანაბრის მაქსიმალური თანხა 50 000 ლარს ან აშშ დოლარში ან ევროში მის ეკვივალენტს შეადგენს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, ზედა ზღვარი იმ ოფიციალური კურსით ითვლება, რომელიც ანაბრის გახსნის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იქნება დადგენილი. აშშ დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბარზეც თანხის დამატება მისი მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობითაა შესაძლებელი.

„კრისტალში“ ზრდადი ანაბრის გახსნა მინიმუმ 3 თვით და მაქსიმუმ 24 თვითაა შესაძლებელი. პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა მიკრობანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართოს. ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ციფრული არხების განვითარებაზე, რათა ზრდადი ანაბრის გახსნა დისტანციურადაც იყოს შესაძლებელი. ანაბრის დეტალური პირობები ხელმისაწვდომია  ბმულზე >>>

ზოგადად, ანაბრით სარგებლობამდე ყურადღება უნდა მიექცეს ბანკის რეპუტაციას,  სტაბილურობასა და გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“, რომელიც საქართველოს საფინანსო ბაზრის წამყვანი და დინამიკურად მზარდი კომპანიაა, საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, აქვს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამორჩეული კულტურა და მომხმარებლებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი. ამას გარდა, 2025 წლიდან, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, „კრისტალი“ ჩართულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტარის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, 50 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა — მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Visionary Tbilisi - ბრენდი, რომელმაც luxury eyewear კულტურას საქართველოში ახალი ფორმა მისცა

28.05.2026.12:00

Visionary Tbilisi პრემიუმ eyewear სივრცეა, რომელიც 2025 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ფოკუსირებულია ლუქს და კოლექციურ სათვალეებზე. პრემიუმ eyewear კულტურაზე, თანამედროვე luxury ტენდენციებსა და იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე გამოიკვეთა, Business Insider Georgia Visionary Tbilisi-ის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და CEO-ს, მარიამ დოლიძეს ესაუბრა.

Visionary Tbilisi საკმაოდ განსხვავებული კონცეფციით ოპერირებს ქართულ ბაზარზე - როგორ დაიბადა ბრენდის ისტორია და რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სპეციფიკა?

Visionary Tbilisi შეიქმნა იდეით, რომ სათვალე მხოლოდ პრაქტიკული ნივთი არ არის - ის ადამიანის იდენტობის, სტილისა და თვითგამოხატვის ნაწილია.

გვინდოდა საქართველოში შეგვექმნა სივრცე, სადაც ადამიანი სათვალეს ისე აირჩევდა, როგორც საათს, სამკაულს ან ხელოვნების ნიმუშს.

თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა კონცეფცია, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა ტრადიციული ოპტიკებისგან. ჩვენთვის მთავარი არასოდეს ყოფილა მასობრივი გაყიდვები ან აგრესიული მარკეტინგი. პირიქით, Visionary თავიდანვე შეიქმნა პრინციპით „if you know, you know“.

ჩვენ არ ვართ ყველგან წარმოდგენილები - დღეს Visionary-ის ძირითადი ფიზიკური სივრცე Boygars-შია, ხოლო HILLS წარმოდგენილია Drops By Boygars-ის სივრცეში. ადამიანი, ვისთვისაც სათვალე უბრალოდ აქსესუარი არ არის და მისთვის ინდივიდუალიზმის გამოხატულებაა, საბოლოოდ აუცილებლად გვპოულობს.

თავიდან ბევრს უჭირდა დაეჯერებინა, რომ საქართველოში არსებობდა აუდიტორია, რომელიც სათვალეში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდას გადაწყვეტდა. თუმცა ძალიან სწრაფად გამოჩნდა, რომ ადამიანებს უნდათ არა უბრალოდ ბრენდი, არამედ უნიკალური ნივთი, რომელსაც ისტორია, ხარისხი და ღირებულება აქვს.

დღეს უკვე აშკარაა, რომ luxury eyewear ბევრისთვის უბრალოდ ნივთი აღარ არის - ეს არის ინვესტიცია, საკოლექციო ნამუშევარი და პიროვნული სტილის ნაწილი.
რა ტიპის პროდუქციისა და საერთაშორისო ბრენდების ერთიანობას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს და რა კრიტერიუმებით არჩევთ პარტნიორ ბრენდებს?

Visionary Tbilisi აერთიანებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და იშვიათ eyewear ბრენდებს, რომლებიც გამოირჩევიან craftsmanship-ით, შეზღუდული გამოშვებებითა და ძლიერი იდენტობით.

მაგალითად, Jacques Marie Mage დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და საკოლექციო eyewear ბრენდად ითვლება. ბრენდი 2014 წელს ლოს-ანჯელესში დააარსა ფრანგმა დიზაინერმა Jérôme Mage-მა, რომელმაც ამერიკული კულტურა, ფრანგული ესთეტიკა და იაპონური craftsmanship გააერთიანა.

JMM-ის პრაქტიკულად ყველა მოდელი ლიმიტირებული წარმოებისაა, დანომრილია და მცირე რაოდენობით გამოდის - ხშირად მხოლოდ 150, 300 ან 500 ცალი მსოფლიო მასშტაბით. არსებობს მოდელებიც, რომლებიც ფაქტობრივად ერთეულ ნამუშევრებს წარმოადგენს.

ბრენდის სათვალეებს ატარებენ Brad Pitt, Jacob Elordi, Charles Leclerc, Rihanna, Timothée Chalamet, Jeff Goldblum, Beyoncé, Drake და David Beckham.

ხშირად ხდება, რომ კონკრეტული Jacques Marie Mage მოდელი მსოფლიო მასშტაბით სრულად იყიდება რამდენიმე წუთში და მისი მოპოვება თითქმის შეუძლებელი ხდება.

ჩვენ რეგულარულად დავდივართ მილანსა და პარიზში ბრენდებთან შესახვედრად, ახალი კოლექციებისა და მოდელების შესარჩევად. ბევრი შეკვეთის მიღებას თვეები სჭირდება, ზოგჯერ წელიწადიც.

ეს სფერო დიდწილად ნდობასა და ურთიერთობებზე დგას. წლების განმავლობაში შევქმენით ძლიერი კავშირები ბრენდებთან და დღეს Visionary პრაქტიკულად ერთადერთი fashion retailer-ია რეგიონში - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომელსაც ასეთ ბრენდებთან პირდაპირი ურთიერთობები და წვდომა აქვს.

DITA ცნობილია უმაღლესი ხარისხის ტიტანითა და იაპონური წარმოებით. SATO გამოირჩევა იაპონური ესთეტიკითა და არქიტექტურული ფორმებით, ხოლო T HENRI - ექსკლუზიურობითა და ხელით დამუშავებული დეტალებით.

ასევე წარმოდგენილია HILLS - შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მაღალი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის მქონე eyewear ბრენდი, რომელიც საქართველოში Drops By Boygars-ის სივრცეშია წარმოდგენილი.

ასევე ძალიან საინტერესოა ის ცვლილება, რაც ბოლო წლებში ზოგადად eyewear ინდუსტრიაში ხდება. niche eyewear კულტურა ახალი არ არის - ბრენდები, როგორიცაა MOSCOT, Cutler and Gross ან Oliver Peoples, უკვე ათწლეულებია არსებობენ.

თუმცა დღეს სულ უფრო მეტად ჩნდება დამოუკიდებელი eyewear houses და სპეციალიზებული ბრენდები, რომლებიც მთლიანად ამ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულები. ბევრი მათგანი მიზანმიმართულად არ მუშაობს მასობრივ დისტრიბუციაზე - ისინი ფრთხილად არჩევენ პარტნიორებს, აკონტროლებენ stock-ს და ინარჩუნებენ rarity-სა და craftsmanship-ს.

სწორედ ამიტომ გახდა ასეთი მოთხოვნადი დამოუკიდებელი eyewear houses, როგორიცაა Jacques Marie Mage, DITA და სხვა niche ბრენდები.

როგორ შეაფასებდით საქართველოში პრემიუმ eyewear სეგმენტს და როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში?

ბოლო წლებში საქართველოში ძალიან საინტერესო ცვლილება დავინახეთ. შეიცვალა არა მხოლოდ გემოვნება, არამედ ზოგადად ხარჯვის კულტურა.

ვფიქრობთ, თბილისში ჩამოყალიბდა აუდიტორია, რომელიც უფრო მეტად აფასებს დიზაინს, არქიტექტურას, fashion culture-სა და craftsmanship-ს.

ადრე luxury ბევრისთვის მხოლოდ ლოგოსთან ასოცირდებოდა, დღეს კი ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ უბრალოდ ბრენდს და უფრო მეტად ეძებენ ნივთს, რომელსაც ხასიათი, ისტორია და ხანგრძლივი ღირებულება აქვს.

სწორედ ამიტომ გაიზარდა ინტერესი ისეთი ბრენდების მიმართ, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და რომელთა მოპოვებაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშიც კი რთულია.

დღეს ადამიანები ფულს უფრო გააზრებულად ხარჯავენ - მათ უნდათ ინვესტიცია გააკეთონ ნივთში, რომელსაც ექნება ისტორია, ხარისხი და ემოციური ღირებულება.

ასევე საინტერესო იყო იმის დანახვა, რომ რეალურად ჩვენ არ ვართ პირდაპირ კონკურენციაში მასობრივ eyewear ბრენდებთან. Visionary-ის მომხმარებელი სხვა რამეს ეძებს - იშვიათობას, craftsmanship-ს, ისტორიას, ინდივიდუალიზმს და იმ განცდას, რომ მის მიერ არჩეული ნივთი უნიკალურია.

რა არის Visionary Tbilisi-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა და რა გამოარჩევს ბრენდს ბაზარზე?

ჩვენი მთავარი განსხვავება არის კურაცია და ფილოსოფია.

Visionary არ ცდილობს იყოს ყველასთვის. ჩვენ არ ვმუშაობთ აგრესიული მარკეტინგით და არ გვაქვს მიზანი ვიყოთ მასობრივი. ჩვენი ბრენდებიც სწორედ ასეთ პრინციპებზე დგანან - ისინი არ ქმნიან პროდუქტს ყველასთვის, არამედ ადამიანებისთვის, ვინც აფასებს დიზაინს, craftsmanship-სა და ინდივიდუალიზმს.

სწორედ ამიტომ ჩვენი აუდიტორია ძალიან ორგანულად ყალიბდება. ადამიანი, ვინც ასეთ ნივთებს ეძებს, საბოლოოდ მაინც გვპოულობს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია Boygars-თან თანამშრომლობა, რადგან ეს სივრცე იდეალურად ეხმიანება Visionary-ის ესთეტიკასა და მომხმარებლის გამოცდილებას.

რა მიმართულებებზე მუშაობთ ამ ეტაპზე და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

ამ ეტაპზე Visionary აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებაზე, ბრენდების გაფართოებაზე და საქართველოში eyewear კულტურის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

ჩვენ გვინდა Visionary ეტაპობრივად გადაიქცეს არა მხოლოდ eyewear მიმართულებად, არამედ თანამედროვე luxury lifestyle პლატფორმად, რომელიც აერთიანებს დიზაინს, მოდას, კულტურასა და ესთეტიკას.

სამომავლოდ ვგეგმავთ ახალი ფორმატების შექმნას, განსაკუთრებულ კოლაბორაციებსა და საერთაშორისო მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ განვითარებას.

ჩვენი მიზანია Visionary Tbilisi გახდეს ადგილი, რომელიც რეგიონში luxury eyewear კულტურის ერთ-ერთ მთავარ სახელად აღიქმება - სივრცე, სადაც თითოეული ნივთი ისტორიას, ხასიათსა და ინდივიდუალიზმს ატარებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა