ზუგდიდსა და ბაკურიანში „სელფი მობაილის" 5G მობილური ინტერნეტის სიჩქარე „მაგთიკომისა" და „სილქნეტის" მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება - ComCom
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ზუგდიდსა დაბაკურიანში „სელფი მობაილის" 5G მობილური ინტერნეტის სიჩქარე „მაგთიკომისა" და „სილქნეტის" 4G/LTE ინტერნეტის იმავე მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, ხოლო თბილისში „სილქნეტის"მობილური ინტერნეტის სიჩქარის ანალოგიურია. მობილური ინტერნეტის მონიტორინგმა აჩვენა, რომრეგიონებში, სადაც 5G ტექნოლოგია დანერგილია, მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE-ს ტექნოლოგითაგებული ქსელების სიჩქარეს დაახლოებით 1.5-2-ჯერ აღემატება.
მე-5 თაობის ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ComCom-მა 5G ქსელის წარმადობის შესამოწმებლადმობილური ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგი ივლისში პირველად ჩაატარა. მონიტორინგი თბილისში, ზუგდიდსა და ბაკურიანში კომპანია „როდე-შვარცის" Smartbenchmarker-ის პროგრამის უახლესი აპარატურითა და ბოლო თაობის მოდელის 5G მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონების გამოყენებით განხორციელდა და საქართველოში მოქმედი სამივე ოპერატორის, „მაგთიკომის", „სილქნეტისა" და „სელფი მობაილის" ქსელებში როგორც 4G/LTE, ისე 5G-ის მობილური ინტერნეტის სიჩქარე შემოწმდა.
მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ზუგდიდში კომპანია „სელფი მობაილს" 5G ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 129 მბ/წმ-ია, 4G/LTE ტექნოლოგიაზე იგივე მაჩვენებელი „სილქნეტის" ქსელში 81 მბ/წმ,ხოლო „მაგთიკომის" – 59 მბ/წმ-ია. ბაკურიანში აღნიშნული მაჩვენებელი „სელფი მობაილს" 98 მბ/წმ, „სილქნეტს" – 50 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომს" 47 მბ/წმ აქვს. რაც შეეხება თბილისს, აქ „სელფი მობაილის" ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე „სილქნეტის" მაჩვენებლის ანალოგიურია და 47 მბ/წმ-ს შეადგენს, რაციმით არის განპირობებული, რომ 5G ტექნოლოგია „სელფი მობაილს" თბილისის ქსელში ჯერ სრულად არ დაუნერგავს. თბილისში „მაგთიკომის" ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 33 მბ/წმ-ია.
აღსანიშნავია, რომ „სელფი მობაილმა" თავისი ქსელის სიჩქარის ასეთ თვალსაჩინო ზრდას 5G ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწია, რომელიც მან 2023 წელს კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე შეძენილი სიხშირეების საფუძველზე დანერგა.
კომუნიკაციების კომისია 5G ქსელების რეგულარულ ტესტირებას და მონიტორინგს უახლესი აპარატურით 2025 წლიდან ჩაატარებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.