ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის (SUD) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, ზუგდიდსა და ბათუმში ენერგო ეფექტურობის გამოფენა გაიმართება.
30 მაისს გამოფენას ზუგდიდი უმასპინძლებს, ხოლო 13 ივნისს ბათუმი.
ღონისძიება წელს პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ენერგოეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება იმ პრაქტიკული გზების შესახებ, რომლებიც ენერგიის დაზოგვასა და გარემოზე ზრუნვას ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ყოველდღიურის ნაწილად აქცევს.
ენერგო ეფექტური გამოფენის მთავარი კომპონენტი ადგილობრივი კომპანიების ეკო პროდუქციის ექსპო იქნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
• გაეცნონ ენერგოეფექტურ და განახლებად ტექნოლოგიებს;
• მიიღონ ინფორმაცია თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და ეკოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ;
• დაათვალიერონ ადგილობრივი კომპანიებისა და მწარმოებლების ინოვაციური პროდუქტები;
• ჩაერთონ ინტერაქციულ აქტივობებსა და პრაქტიკულ დემონსტრაციებში.
გამოფენაზე სტუმრობა საინტერესო იქნება, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, მშენებლობით, რემონტითა და თანამედროვე ეკოლოგიური გადაწყვეტილებებით დაინტერესებული ნებისმიერი ვიზიტორისთვის.
ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე შექმნილი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები.
გელოდებით პირველ გამოფენაზე ზუგდიდში
30 მაისი - ზუგდიდის ბულვარი
გაიგე მეტი: https://bit.ly/4dHHsQ4
სხვა სიახლეები
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
12.08.2026.17:39
ლიბერთის მხარდაჭერით „იბერია 1999"-მა UEFA Europa League-ის III საკვალიფიკაციო ეტაპის მნიშვნელოვანი მატჩი წარმატებით დაასრულა და Conference League-ზე ადგილი უკვე გაინაღდა.
11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, „იბერიამ" ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნე" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში „იბერია 1999" UEFA Europa League-ის ეტაპზე იასპარეზებს.
„იბერიას" წარმატება ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კლუბმა ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას, ქართული ფეხბურთის გაძლიერებასა და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას დაუთმო. „იბერია 1999" საქართველოს ჩემპიონი 2018, 2024 და 2025 წლებში გახდა, ასევე ფლობს საქართველოს თასს (2019, 2021, 2023) და სუპერთასს (2020, 2024, 2025), რის შედეგადაც დღეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად მიიჩნევა.
კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაა - „იბერია 1999"-ის მიზანია ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს მისცეს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო დონეზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა.
ლიბერთი, 2 წელია რაც კლუბის გენერალური სპონსორია და მხარს უჭერს გუნდის განვითარებასა და წარმატებას. „იბერიას" ისტორიის ახალი ეტაპი ახლა უკვე ევროპულ მოედანზე, ახალი მატჩებით, ახალი გამოცდილებითა და ახალი შესაძლებლობებით გაგრძელდება.
ლიბერთი ბანკის შესახებ :
2026 წლის აპრილში, ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% ბაზისბანკმა შეიძინა.
ლიბერთი, ბაზისბანკის ჯგუფის წევრი, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.76 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 6.34 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.64 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.95 მლრდ ლარი. ბანკის 2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგება 53 მილიონი ლარია, ხოლო 2025 წელს წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.