Zuzumbo Resort & Spa-ს დამსვენებლების 70%-ი ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის - Zuzumbo Resort & Spa
საკმაოდ კარგი სეზონის მოლოდინი გაქვს, ამ ეტაპზე წინასწარ ჯავშნებს, რომ გადავავლოთ თვალი, თვეების მიხედვით, დაახლოებით 40%-ი უკვე დაჯავშნილია და ეტაპობრივად იჯავშნება მთელი ზაფხულიც, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Zuzumbo Resort & Spa-ს გაყიდვების მენეჯერმა მიხეილ ჯოხაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, Zuzumbo Resort & Spa-ს დამსვენებლების 70%-ი საქართველოს მოქალაქეები არიან.
„Zuzumbo Resort & Spa 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 66 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. საიდანაც 22 ნომერი მოდის კოტეჯებზე, ხოლო 44 მთავარ შენობაზე. ჩვენი დამსვენებლები არიან, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები, თუმცა 70%-ი მაინც ადგილობრივ დამსვენებელზე მოდის“, - აღნიშნავს კომპლექსის გაყიდვების მენეჯერი.
Zuzumbo Resort & Spa მყუდრო და მშვიდი დასვენებისთვის იდეალური ადგილია.
„ჩვენი დამსვენებლების სეგმენტი ძალიან მრავალფეროვანია. ბევრი ფაქტორია,რაც Zuzumbo Resort & Spa-ს ხდის მიმზიდველს და სასურველ დასვენების ადგილად, ესენია: წყნარი გარემო, 6 ჰა ტყე-პარკი, თელავის ცენტრიდან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სტუმრებს შეუძლიათ საკმაოდ წყნარ გარემოში დაისვენონ, ჩაატარონ ვორქშოფები, გაეცნონ კახური სამზარეულოს კერძებს, დააგემოვნონ ჩვენივე მოყვანილი ღვინისგან დაწურული ჩამოსასხმელი ღვინო. გვაქვს ასევე შიდა და გარე აუზი. როგორც აღვნიშნე ჩვენს გარშემოა 6 ჰა ტყე, სადაც ჰამაკებია განთავსებული. ჰარმონიულ გარემოში დასვენების საშუალებას ვქმნით ჩვენ“, - აცხადებს მიხეილ ჯოხაძე.
Zuzumbo Resort & Spa მდებარეობს კახეთში, კერძოდ თელავში, 6 ჰა ფიჭვნარის ტყით გარშემორტყმულ ისტორიულ უბანში, ზუზუმბოზე. თბილისიდან 98 კმ დაშორებით, სულ რაღაც 1,5 საათში შესაძლებლობა გაქვთ აღმოჩნდეთ ტყეში ჩაფლულ მწვანე სამოთხეში, სადაც დაგხვდებათ კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველის და თვალწარმტაცი ქალაქის პანორამული ხედები.
სასტუმრო გაიხსნა 2020 წელს და შესანიშნავი ადგილია სუფთა ჰაერზე მარტო, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებების დასაგეგმად.
კომპლექსი მოიცავს 66 ნომერს, რომლებიც განაწილებულია მთავარ კორპუსში და კოტეჯებში. დასვენებასთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ შეფის მიერ სპეციალურად შექმნილი ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძები რესტორნის სხვადასხვა სივრცეში. ზუზუმბო რეზორტი და სპა გაძლევთ საშუალებას წელიწადის ოთხივე დრო გაატაროთ ხალისიანად და ჯანსაღად. ამაში დაგეხმარებათ ჩვენი მრავალფეროვანი სერვისები: ღია და დახურული აუზები სეზონის მიხედვით, მასაჟ–თერაპია, საუნა, სპორტ–დარბაზი, ველოსიპედები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. არც პატარები დარჩებიან გართობის გარეშე და ტყეში განთავსებულ საბავშვო მოედანზე შეძლებთ მათ გახარებას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.