გიორგი აბაშიშვილი | ,,საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები” - შეფასება
საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები | საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 32-ე დისკუსია გაიმართა
ქვეყნის უმსხვილესი პლატფორმა კერძო-საჯარო დიალოგისთვის
დავით სონღულაშვილი | გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
გიორგი აბაშიშვილი | ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
გელა სამხარაული | საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე
ეკატერინე ქავთარაძე | თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
ნათია ცაბუტაშვილი | საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია-ის დამფუძნებელი
გიორგი ბარათაშვილი | სადაზღვევო კომპანია ალდაგი | Aldagi-ის გენერალური დირექტორი
ზურაბ ქოქოსაძე | საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მუდმივი პარტნიორი UGT - იუჯითი
პარტნიორები - თეგეტა ჰოლდინგი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, ალდაგი, ტასჰაბი, Forum Ekonomiczne / Economic Forum; Coca-Cola Bottlers Georgia; წყალი მთის • Water MTIS; Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი
სხვა სიახლეები
განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა
06.10.2025.12:41
ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის.
ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?
ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.
რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?
რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?
1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!
2. შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;
3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ;
4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები
5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.