ლევან დგებუაძე | ვის აღარ ევალება 2026 წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება | დეტალები
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია • GEDC-ის პრეზენტაცია | ძირითადი სიახლეები და აქცენტები
#ბიზნესინსაიდერისაქართველო-ს სტუმარი შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, ლევან დგებუაძე
ვის აღარ ევალება 2026 წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა | ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ
თუ ფიზიკური პირი 2025 წელს ფლობდა დასაბეგრ ქონებას 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე აქვთ არა ვალდებულება წარადგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში
ვინ უნდა წარადგინოს დეკლარაცია, როდესაც დასაბეგრი ქონება გააჩნია ოჯახის სხვა წევრებსაც
არის თუ არა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესახებ
სხვა სიახლეები
განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა
06.10.2025.12:41
ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის.
ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?
ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.
რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?
რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?
1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!
2. შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;
3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ;
4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები
5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.