საქართველოს საბანკო ასოციაცია საკუთარი ფინანსების დაცვის მიზნით რჩევებს გვაძლევს
მონაცემების ავტომატურად დამახსოვრება ბროუზერში ხორციელდება Autofill ფუნქციის მეშვეობით. დიდი ალბათობით, სახლში არსებულ საზიარო კომპიუტერზე (რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები, შვილები, შვილის მეგობრები და შესაძლოა მეზობელიც იყენებთ) რომელიმე ბროუზერში დამახსოვრებული გაქვთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები. შესაძლოა ეს მოწყობილობა არც პაროლით გაქვთ დაცული და არც ოპერაციული სისტემის განახლებას აკეთებთ სისტემატიურად, რათა კიბერსაფრთხეებისგან დაიცვათ ის.
აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ Autofill-ის გამოყენება კი არ წარმოადგენს ძირითად პრობლემას და ზოგადად, იმ ბროუზერის მიმართაც არ გვაქვს უნდობლობა, სადაც დამახსოვრებული გვაქვს სხვადასხვა, მათ შორის საბარათე მონაცემები. ამ შემთხვევაში, სხვა საფრთხეზე უნდა ვიფიქროთ - კიბერთაღლითზე, რომელსაც ფიშინგ შეტევის მეშვეობით თქვენს საზიარო მოწყობილობაში შეღწევა და ბროუზერში დამახსოვრებულ მონაცემებზე წვდომის მოპოვება შეუძლია. თუ ჩვენ მოწყობილობაზე Autofill გვაქვს აქტიური, თაღლითურ/ყალბ გვერდზე არსებული ტექსტური ველები შესაძლოა ავტომატურად შეივსოს ყველა იმ მონაცემით, რაც დამახსოვრებული გვაქვს (მისამართი, ტელეფონი, საბარათე მონაცემები). გარდა ამისა, ხშირად საბარათე მონაცემებს ვიმახსოვრებთ მათ შორის ვიდეოთამაშების მოწყობილობა თუ აპლიკაციაში და შემდეგ გაუთვიცნობიერებლად ბავშვები ყიდულობენ ვიდეოთამაშების აქსესუარებს, გმირების აღჭურვილობას თუ სხვა და ბარათის მფლობელი აღნიშნულის შესახებ იგებს მხოლოდ თანხის ჩამოჭრის sms-ის მიღების შემდეგ, ან სულაც შესაძლოა ვერ მიხვდეს უცებ, თუ რა ტრანზაქცია განხორციელდა.
აღნიშნული პოტენციური კიბერსაფრთხეებისა თუ გაუთვიცნობიერებული შესყიდვების შესამცირებლად, საქართველოს საბანკო ასოციაცია გირჩევთ:
1. ბარათის დამახსოვრება ბროუზერში საკმაოდ კომფორტულია და დროის დამზოგველი, თუმცა სასურვევლია იმ მოწყობილობაზე, რომელსაც თქვენ გარდა ოჯახის სხვა წევრები იყენებენ, საბარათე მონაცემები არ დაიმახსოვროთ (გამორთეთ Autofill ფუნქცია);
2. პერიოდულად განაახლეთ ბროუზერი და ყველა თქვენი მოწყობილობა
3. თვეში ერთხელ შეამოწმეთ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, არაავტორიზებული ტრანზაქციების გადასამოწმებლად/დასაიდენტიფიცირებლად;
4. შვილებს, ოჯახის წევრებს ვასწავლოთ, რომ უცხო ბმულებს, შეთავაზებებს არ უნდა დააჭირონ.
5. ვიდეოთამაშებთან ან მობილურში თამაშებთან მიმართებით, ე.წ. In-game purchases წარმოადგენს საფრთხეს: თუნდაც უფასო თამაშზე შესაძლოა იყოს ბევრი ფასიანი ფუნქცია. ასეთი შესყიდვების თავიდან არიდების მიზნით:
ა) IOS მოწყობილობებზე გააქტიურეთ Ask To Buy ფუნქცია
b) Android მოწყობილობებზე, Play store-ში Require Authentication for All Purchases (ამის შემდეგ მოწყობილობის მფლობელს მოუწევს პაროლის შეყვანა ყოველ ჯერზე, როდესაც ყიდვის მცდელობა დაფიქსირდება).
7. გაასუფთავეთ ბროუზერი (Clear browsing data), რათა წაშალოთ თქვენი ციფრული კვალი და დამახსოვრებული მონაცემები.
გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები, ფარული საფრთხეების შესამცირებლად და ასევე, იმპულსური და არაავტორიზებული ონლაინ შესყიდვების თავიდან ასაცილებლად. გახსოვდეთ, თქვენი ფინანსების უსაფრთხოება თქვენ ხელშია!
სხვა სიახლეები
განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა
06.10.2025.12:41
ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის.
ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?
ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.
რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?
რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?
1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!
2. შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;
3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ;
4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები
5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.