მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საქართველოს საბანკო ასოციაცია და Keepz.me თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

news image
mbc image

საბანკო ასოციაცია განაგრძობს მუშაობას საქართველოში ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების  პროექტის განვითარებაზე.  პროექტის მიზანი ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ახალი ტალღის მხარდაჭერა და მონაცემების გაცვლის სტანდარტიზაციაა. პროექტი ხელს უწყობს ახალი ტიპის ფინანსური სერვისებისა და სერვისის მიმწოდებლების გაჩენას და ამ გზით მთლიანი ეკოსისტემის განვითარებას.

Keepz.me პირველი არასაბანკო ინსტიტუტი იყო, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო და დღეს ღია ბანკინგის პროვაიდერია. Keepz.me, როგორც ღია ბანკინგის პროვაიდერი, მომხმარებლებს  აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეთ მარტივი და იაფი წვდომა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში საკუთარ ანგარიშებზე, განახორციელონ გადახდები და მართონ ფინანსები.

2025 წლის დასაწყისიდან საქართველოს საბანკო ასოციაციამ და რამდენიმე კომერციულმა ბანკმა გააფორმეს საერთო შეთანხმება, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად, უსაფრთხოდ და მომხმარებლის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე გაცვალონ ამ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები. ამ სერვისის დანერგვა ღია ბანკინგის ღია ფინანსების სისტემად გარდაქმნის პირველი ნაბიჯია. 

Keepz.me პირველი არასაბანკო ინსტიტუტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც ამ შეთანხმებას შეუერთდა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ღია ბანკინგის და ღია ფინანსების განვითარების გზაზე. 

შეთანხმება ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლის პროცესების გამჭვირვალობას, სტანდარტიზაციას და ერთიან ჩარჩოში მოქცევას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც საბანკო სექტორსა და Keepz.me-ს შორის ურთიერთქმედების ეფექტიანობას, ისე მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს, მომხმარებლისთვის გადახდის გამოცდილების გაუმჯობესებასა და პროცესების ოპტიმიზაციას. 

Keepz.me ფინანსურ სექტორში საქმიანობას ახორციელებს როგორც საგადახდო მომსახურების და ღია ბანკინგის პროვაიდერი და მომხმარებლებს QR ტერმინალებზე დაფუძნებულ გადახდებსა და დივერსიფიცირებულ გადახდის მეთოდებს სთავაზობს.

არსებული შეთანხმება კიდევ ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია საბანკო და არასაბანკო ფინანსური სექტორის ინტეგრაციის გზაზე, რაც საბოლოოდ მომხმარებელთა სარგებელსა და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო

22.07.2026.16:35

„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

რევაზ სოხაძესთან ერთად პროექტები დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საფილტრი და სატუმბი სადგურების, მაგისტრალური მილსადენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს.

„მსურს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ბაკურიანის მოსახლეობას, ტურისტებსა და დამსვენებლებს იმ დროებითი დისკომფორტისთვის, რომელიც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახლავს. კარგად გვესმის, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს, თუმცა ეს სამუშაოები ბაკურიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

პირველი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის გაფართოება-რეკონსტრუქცია და ახალი რეზერვუარების მშენებლობა. ამ ეტაპზე მოწყობილია 15.4 კილომეტრი წყალმომარაგების და 18 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 562 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოების დაახლოებით 50% უკვე შესრულებულია.

მეორე პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგების და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 387 რკინაბეტონის ჭა. სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის, წაქაძის, სადგურისა და გოგოლაძის ქუჩებზე, ასევე კოხტა-მიტარბის მიმართულებით. პროექტის შესრულების მაჩვენებელი 43%-ს შეადგენს.

მესამე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიმოთესუბანთან შენდება ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბი ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა საფილტრი სადგურის მშენებლობა, მოწყობილია ორი ახალი, თითოეული 3 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარი და სრულად აშენებულია დაახლოებით 4.8-კილომეტრიანი მაგისტრალური მილსადენი. პროექტის ფარგლებში სამუშაოების 68% შესრულებულია.

ადგილზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე სამუშაოების კოორდინაციასა და შესრულების ტემპს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, სამუშაოები მაქსიმალურად კოორდინირებულად და ინტენსიურად წარიმართოს, რათა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწყობის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყოს დაზიანებული ქუჩებისა და საგზაო საფარის აღდგენა.

„ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება და უკვე მომავალი წლიდან ბაკურიანს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გამართული წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები. ამასთან, პარალელურად ვიწყებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა სოხაძემ.

პროექტების დასრულების შემდეგ, ბაკურიანის 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა