მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას l ვახტანგ ცინცაძე

news image

„გასული წლის მონაცემებით, მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - 2025 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე 2.3 პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.

2025 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია როგორც სოფლად, ასევე ქალაქად, ქვეყნის მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული განპირობებულია იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც უზრუნველყოფს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავი დააღწიონ სიღარიბეს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს ასევე შემცირდა ფარდობითი სიღარიბე. გასულ წელს მედიანური მოხმარების 60%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3% შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია ცხადყოფს, რომ შემოსავლებისა და მოხმარების გაუმჯობესება შეეხო არა მხოლოდ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, არამედ უფრო ფართო დაბალშემოსავლიან მოსახლეობასაც.

„ინკლუზიური ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არის სწორედ ის გზა, რომელიც ბუნებრივად უზრუნველყოფს დასაქმების ზრდას და სიღარიბის შემცირებას, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

25.05.2026.17:08

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა. 

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით მომზადდა.

მისი თქმით, კანონპროექტთა პაკეტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის უფლება - საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი, აგრეთვე სახელშეკრულებო დეფოლტისას მოითხოვოს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მყისიერი ამოღება, რაც უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას გაზრდის და ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს მკვეთრად შეამცირებს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ისაუბრა. 

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანს კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენს, რომელიც აღიარებული ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების სამართლებრივ განსაზღვრას უკავშირდება. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით, ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების ჰარმონიზაცია მოხდება.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა და მათი მიღებით ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მოხდება.

სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა. 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ცვლილებამ განაპირობა, რადგან მოქმედი რეგულირების პირობებში, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობა, განხორციელებული შესყიდვების სავარაუდო ღირებულებასთან შესაბამისი და პროპორციული არ არის. 

„კანონპროექტი უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, საფასურის გადახდის შემდეგნაირად განსაზღვრას: სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში - შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში - გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%. ამასთან, საფასური არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და 1000 ლარზე მეტი“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების დოკუმენტი და „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო. 

მისი თქმით, ხელშეკრულების მიზანს დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენა წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ. 

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება, რომელიც 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს, მსოფლიოს 28 სახელმწიფო უჭერს მხარს.

კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა