1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6128 ლარი გახდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0374 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6128 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6128 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6126 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0374 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0364 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.001 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
08.10.2026.13:00
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდა ფიქსირდება. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნიდან 219 010.1 ათასი დოლარის ღირებულების 184 914.9 ტონა ფეროშენადნობი გავიდა ექსპორტზე, რაც ნიშნავს, იმას რომ მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან 59.74%-ით მეტი ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, მოცულობის კუთხით კი ზრდამ 46.32% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ფეროშენადნობების მთავარი მომხმარებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც 32 279.4 ტონა 38 108.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახორციელებს:
• აშშ - 32 279.4 ტონა;
• თურქეთი - 31 320.6 ტონა;
• ალჟირი - 15 000.0 ტონა;
• იტალია - 13 709.1 ტონა;
• ირანი - 13 412.8 ტონა;