1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0551 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6195 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6195 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0551 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0500 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები - ვახტანგ ცინცაძე
26.08.2026.17:18
„ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ფაქტობრივად, 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საბანკო სექტორის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად აქვეყნებს.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს ენერგეტიკული პროექტების განვითარებას.
„არაერთი მექანიზმი არსებობს, რომელიც ასტიმულირებს კერძო სექტორის მიერ პროექტების განვითარება. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვხედავთ იმ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგებს, რომელმაც მოიტანა როგორც დაფინანსების ზრდა, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება იმ სტატისტიკით, რომელზეც ვსაუბრობთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და წლიურად 30%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტება 40%-იან ზრდას აჩვენებს, რაც ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებისა და საბანკო დაფინანსების სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორი სასესხო პორტფელი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება.