მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

1 მარტიდან ავტოსადგურებს დაევალებათ, რეისში არ გაუშვან მძღოლი, რომელსაც არ აქვს გავლილი წელიწადში ერთხელ სამედიცინო შემოწმება, არ აქვს ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი გაუმართავია - გურამ გურამიშვილი

news image
mbc image

2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს დაევალებათ, რეისში არ გაუშვან ის ავტომობილი, რომლის მძღოლს არ აქვს გავლილი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, წინასწარი სამედიცინო შემოწმება, არ აქვს წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი არის გაუმართავი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ავტოსადგურის მიერ სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება ძალაში 2025 წლის პირველი ივნისიდან შევა.

„ქვეყანაში მიმდინარეობს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა. დაიწყო პარლამენტის მიერ 2023 წელს შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ. 2024 წლის პირველ მაისს კი გამოიცა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, „ტექნიკური რეგლამენტი 442“. აქტში შესული ცვლილებებით დადგინდა ის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ავტოსადგურები და მათ შორის, გადამზიდველებიც, იმის მიხედვით, თუ რომელ კლასს მიეკუთვნება ეს ავტოსადგური და არის შესაბამისი მოცულობის ტექნიკური ინფრასტრუქტურული მოთხოვნები. აუცილებელია, რომ სერტიფიკატის მიღებისთვის ავტოსადგურს ჰქონდეს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ერთი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებართვა, რომელიც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე უნდა იყოს განთავსებული ავტოსადგური და მეორე, აუცილებელია, რომ ავტოსადგური აკმაყოფილებდეს ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, ამ ცვლილებებით დადგინდა გარდამავალი პერიოდიც, რომელიც საშუალებას აძლევდა ავტოსადგურებს მომზადებულიყვნენ ამ თარიღისთვის. ავტოსადგურის მიერ სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება შევა ძალაში 2025 წლის პირველი ივნისიდან, მაგრამ მანამდე 2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს ევალებათ, რეისში არ გაუშვან ის ავტომობილი, რომლის მძღოლს არ აქვს გავლილი მინიმუმ წელიწადში ერთხელ, წინასწარი სამედიცინო შემოწმება, არ აქვს წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ ან მისი ავტომობილი არის გაუმართავი“, - განმარტა გურამიშვილმა.

მისივე თქმით, ავტომობილების მოწყობის ვალდებულება ექნება ყველა იმ მუნიციპალიტეტს, ქალაქსა თუ დაბას, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა. 

გურამიშვილმა ისაუბრა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ როლზეც ამ პროექტთან დაკავშირებით. 

„იმ ავტოსადგურის მფლობელს, რომელსაც რემონტის ან ახლის აშენების მიზნით სჭირდება სესხი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაბამისი პირობებით და პროცედურით შეუძლია ისარგებლოს თანადაფინანსებით. ასევე, ამის გარდა არის მეორე პროდუქტი, რომელიც გულისხმობს სასესხო გარანტიას მთლიანი სესხის მოცულობის 80%-ის ოდენობით“, - აღნიშნა გურამიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა