მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

100%-ით მხარს ვუჭერ პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, რადგან შინაურ ცხოველებში იწვევს სტრესს, იღუპებიან ფრინველები -  ძაღლების ფსიქოლოგი

news image
mbc image

პიროტექნიკასთან დაკავშირებული ხმაური ცხოველებში დიდ სტრესს იწვევს, ხოლო ფრინველები ვერ უმკლავდებიან ამ შიშს და კვდებიან. ცალკე საკითხია ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი, რაც საახალწლოდ პიროტექნიკის მასიურ გამოყენებას უკავშირდება.

,,ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრის"  ხელმძღვანელი ნოდარ მანჩხაშვილი ხელისუფლებას პიროტექნიკის აკრძალვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ მისი გამოყენება მინიმუმამდე შემცირდეს.

,,აუცილებელია, ასი პროცენტით ვუჭერ მხარს, პიროტექნიკის გამოყენება აიკრძალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს. ფეირვერკების მასიური გამოყენების გამო ფრინველები იხოცებიან, ეშინიათ ცხოველებს  და განიცდიან სტრესს. არა მარტო მათ, ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზეც. თუმცა  ვინაიდან ცხოველებსა და ფრინველებზე ვსაუბრობთ, ადვილად წარმოსადგენია,  თუ რა მძიმე განსაცდელში ვაგდებთ მათ პიროტექნიკის გამოყენების გამო,  ფრინველები ამ შიშს ვერ უძლებენ და იხოცებიან, საახალწლო დღეებში კორპუსების მიმდებარედ მკვდარი ჩიტები და მტრედები ბევრს და პირადად მეც მინახავს, რაც მძიმე სანახავია. ჩემი რეკომენდაციაა, სახელმწიფოს ნებართვით პიროტექნიკის გამოყენება შესაძლებელი იყოს ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, რისთვისაც რამდენიმე ლოკაცია უნდა შეირჩეს.   ფეიერვერკების გაშვება დასაშვები იქნება, ისიც იმ რაოდენობით, რომ რისკი ნაკლები იყოს ეკოლოგიის (ჰაერის დაბინძურება) კუთხით და ხმაურის გამო ცხოველები  არ დაიზაფრონ", - ამბობს ნოდარ მაჩხანაშვილი.

როგორც ძაღლების ფსიქოლოგი აღნიშნავს, ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია შიშის დაძლევა, რასაც ცხოველები ძნელად უმკლავდებიან და პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ.

,,ძაღლების  მეპატრონეების დიდი ნაწილი მთხოვს, რომ როგორც გადავაჩვიო მათი შინაური ბინადარი შიშს,  ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. საახალწლოდ პიროტექნიკებისგან ადამიანებიც ვერ იღებენ სიამოვნებას და ცხოველები კი ამ შიშს ძნელად უმკლავდებიან. შეიძლება, ამ დროს მოეფერო, ჩაეხუტო, ნაკლებად ვინერვიულოთ მათი თანდასწრებით და მხიარულად მოვაჩვენოთ თავი, ამით ვაგრძნობინებთ, რომ ეს ხმაური უსაფრთხოა. თუმცა ცხოველები რა მდგომარეობასაც განიცდიან, ეს უნდა შეფასდეს, როგორც სტრესი. შიშისგან კანკალებენ, ყეფენ, იმალებიან, ყველა ძაღლი ინდივიდუალურად გამოხატავს", - ამბობს ფსიქოლოგი.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მაჩხანაშვილი პირველია საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევა მისცა და მოქალაქეებს ძაღლების სწორად აღზრდაში ეხმარება.

როგორც მანჩხაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საქმიანობა თავდაპირველად მოხალისედ დაიწყო, მერე თანდათან ჰობი პროფესიად იქცა. დღეს პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შინაური ცხოველებს ქცევით უნარ-ჩვევებს უყალიბებს.

როგორც თავად ამბობს, „ძია ნოდარი“ თავისი პაციენტების პატრონების შერქმეული სახელია და ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებაში ძირითადად ასე იცნობენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა