მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

13-14 ივნისს ასტანაში, ტრანსსასაზღვრო დიპლომატიისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, მეორე ყოველწლიური, საერთაშორისო ფორუმი ჩატარდება

news image
mbc image

ცენტრალური აზიის წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია, ასტანას საერთაშორისო ფორუმი (AIF), ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ეგიდით, 2024 წლის 13 და 14 ივნისს ასტანაში გაიმართება.

წლევანდელი ღონისძიება წარმოადგენს 2023 წლის წარმატებული საინაუგურაციო ფორუმის გაგრძელებას და მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდეს გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მზარდი გამოწვევების წინაშე.

ასტანას 2024 წლის საერთაშორისო ფორუმს დაესწრებიან მთავრობისა და ბიზნესის ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ პერსპექტივები ყველაზე აქტუალურ საკითხებზე და დასახონ თანამშრომლობის ახალი გზები.

2023 წლის ფორუმზე დამსწრეთა რეკორდული რიცხვის გათვალისწინებით, რომელიც მოიცავდა 5000-ზე მეტ მონაწილეს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს, ბიზნეს ლიდერებს და საზოგადოების ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლებს, ფორუმის პროგრამა დაიყოფა ოთხ ძირითად მიმართულებად: საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოება, საერთაშორისო განვითარება და მდგრადობა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ეკონომიკა და ფინანსები. აღნიშნული მიმართულებები ორდღიანი პანელული სესიებისა და დისკუსიების ძირითადი თემები  იქნება, რაც შექმნის ახალი კავშირების განვითარების შესაძლებლობებს.

ასტანას მეორე საერთაშორისო ფორუმის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა:

„პოლარიზაციითა და ფრაგმენტულობით გამორჩეულ ეპოქაში, მუდმივი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეფერხებები საფრთხეს უქმნის თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის არსებით პრინციპებს. ვამაყობ, რომ ასტანას საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით ყაზახეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სისტემის დაცვას და გაძლიერებას ამ საკვანძო ეტაპზე. ლოზუნგით: „ხალხის გაძლიერება, ერების გაერთიანება: ერთად ავაშენოთ უკეთესი სამყარო“

AIF2024 მზადაა, კიდევ ერთხელ გააძლიეროს გლობალური საზოგადოება, უზრუნველყოს ახალი პერსპექტივები და ერთობლივი გადაწყვეტილებები ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული გამოწვევისთვის, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას. ყაზახეთი დიდი ხანია, წარმოადგენს სასიცოცხლო ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს სტრატეგიული უპირატესობა მსოფლიოში - გეოგრაფიულად, კულტურულად და პოლიტიკურად - გვაძლევს პოზიციონირებას, გავმართოთ გადამწყვეტი დისკუსიები და ხელი შევუწყოთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებს, ბიზნეს ლიდერებსა და ინტელექტუალებს შორის.

ასტანას საერთაშორისო ფორუმი 2024, მსოფლიო ასპარეზზე, მნიშვნელოვანი ეტაპია ყაზახეთისთვის, რადგან ქვეყანა ამ წელს უხელმძღვანელებს რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, კონფერენციას ურთიერთქმედების და ნდობის აღდგენის ღონისძიებების შესახებ აზიაში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას, ისლამური სასურსათო უსაფრთხოების ორგანიზაციას და არალის ზღვის გადარჩენის საერთაშორისო ფონდს.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://astanainternationalforum.org/

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა