მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2022 წელს გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 24 მლნ ლარი შეადგინა - აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიში

news image
mbc image

2022 წელს ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 24 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, აღნიშნული, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

„ფინანსური აუდიტის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას, ასევე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. აუდიტის შედეგების საფუძველზე სამსახური გასცემს დასკვნას ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე. საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გარკვეული გამოწვევებით მიმდინარეობს.

ამ სფეროში არსებულ სისტემურ ნაკლოვანებებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ფინანსურ აუდიტებში გაცემული მოსაზრებების10 სტატისტიკა, რომელიც აფასებს საჯარო უწყების მიერ წარმოებული ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეს.

2022 წელს სამსახურის მიერ ჩატარებული 14 ფინანსური აუდიტიდან, უპირობო მოსაზრება გაიცა მხოლოდ 2 შემთხვევაში, პირობითი მოსაზრება − 6 შემთხვევაში, ხოლო მოსაზრებების 43% (6 მოსაზრება) იყო უარყოფითი.

ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით 2018-2022 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 77 აუდიტიდან, 74-ში გაცემულია პირობითი ან უარყოფითი მოსაზრება;

მხოლოდ 3 აუდიტის შემთხვევაში გამოითქვა უპირობო მოსაზრება, ანუ აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები.

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ­ერთი პრიორიტეტია სახელმწიფო სახსრების მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება.

აღნიშნული მიზნით 2009 წლიდან დაიწყო საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვას.

მიუხედავად რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მრავალი აქტივობისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით ისევ შეინიშნება სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა