2023 წელი კაპიტალის ბაზრისთვის რეკორდული იყო - Galt & Taggart -ის გენერალური დირექტორი
საპენსიო სააგენტოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კაპიტალური ბაზრების განვითარებაში, - ამის შესახებ Galt & Taggart -ის გენერალურმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის 2023 წელი რეკორდული იყო.
„ჯამურმა გამოშვების მოცულობამ მიაღწია 1,1 მილიარდ ლარს. საიდანაც 70% განთავსებული იყო უცხოურ ვალუტაში, დანარჩენი 30% ეროვნულ ვალუტაში. ვფიქრობთ, რომ 2024 წელიც იქნება არანაკლებ აქტიური და საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას კაპიტალურ ბაზრებში.
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საპენსიო სააგენტოს მონაწილეობა გამოშვებულ ობლიგაციებში. საპენსიო სააგენტო აძლევს კომფორტს, როგორც გამომშვებებს. ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ განთავსებებში“, - განაცხადა ლევან შავკაციშვილმა.
იგივე თემაზე:
საპენსიო აქტივებმა ₾4.8 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება - გოგა მელიქიძე
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826