მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წელს საქართველო 20-ზე მეტ ფორუმზე იყო წარმოდგენილი - ირაკლი ნადარეიშვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე

news image
mbc image

ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობაა, - სწორედ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი განმარტებით, 2023 წელს საქართველო 20-ზე მეტ ფორუმზე იყო წარმოდგენილი.

„ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით,  ძალიან თანმიმდევრული და დეტალური სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია მათ შორის საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი დაგეგმვა და მომზადება იყოს ყოველი ასეთი ფორუმის წინ. ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვიცით, თუ რომელ ფორუმზე მივდივართ, ვის ვხვდებით, ვინ არის სამიზნე აუდიტორია, ვემზადებით, ვამზადებთ საინვესტიციო შეთავაზებებს კომპანიებისთვის, ვცდილობთ, რომ მათთან წინასწარი კომუნიკაცია დავამყაროთ. საქართველო 2023 წელს 20-ზე მეტ ასეთ ფორუმზე იყო წარმოდგენილი, აქ იყო როგორც ტრადიციული პლატფორმები, როგორიცაა დავოსი, სადაც საქართველო ყოველ წელს მაღალ დონეზეა წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრის და ვიცე-პრემიერის დონეზე, ასევე არის ახალი პლატფორმებიც, რომელზეც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო წარვადგინოთ. ასეთი იყო შარშან ვებსამიტი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ღონისძიება, რაც მსოფლიოში ტარდება“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ხდება შესაბამისი შედეგების გაზომვაც, რაც უმნიშვნელოვანესია სამომავლოდ გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ჩვენ არამხოლოდ ვემზადებით და ვმონაწილეობთ, ასევე ამ მონაწილეობის შედეგებს ვზომავთ. ეს არ არის მყისიერი გაზომვა, რადგან ინვესტორს გადაწყვეტილების მისაღებად  ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. თუნდაც, როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ მიმართულებაზე - გადაწყვეტილება, თუ რატომაც მივიღეთ მონაწილეობა და ეს მონაწილეობა იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, გვქონდა ქვეყნის სტენდი, გვყავდა წაყვანილი IT კომპანიები, სტარტაპები, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი პანელი, სადაც ვიცე პრემიერი იღებდა მონაწილეობას. ის შეეხებოდა მთლიანად საქართველოს საინვესტიციო გარემოს და იმ შეთავაზებას, რაც ჩვენ წავიღეთ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ვებსამიტზე მინიმუმ 3000 ადამიანი ესწრებოდა ამ პანელის მიმდინარეობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა