2023 წლის ბიუჯეტში დაფინანსება თითქმის ყველა მიმართულებით გაიზარდა - გიორგი კაკაურიძე
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსება გაიზრდა თითქმის ყველა მიმართულებით.
მნიშნველოვანი ზრდის მიუხედავად, 2023 წლის განვლილ პერიოდში რამდენიმე მიმართულებით დამატებითი დაფინანსების საჭიროება გამოიკვეთა. შესაბამისად, კანონპროექტით მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები ზუსტდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. ჯამში კი მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა. დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა, დაფინანსდეს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მისასალმებელია, რომ თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47 მლნ. ლარით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - 34 მლნ. ლარით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 23 მლნ. ლარით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 20 მლნ. ლარით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 მლნ. ლარით, თავდაცვის სამინისტროს- 10 მლნ. ლარით.
კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826