2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინები საქართველოში - Galt & Taggart- ი
2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელზე კარგი შედეგები დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი გაგრძელდა, ინფლაცია და უმუშევრობა შემცირდა და ლარის კურსმა სტაბილურობა შეინარჩუნა. ეს შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავია რიგი საგარეო ნეგატიური მოვლენების ფონზე, რაც რუსეთ-უკრაინის და ისრაელი-ჰამასის ომებს და ასევე დოლარის და ევროს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.
საქართველომ პოზიტიური მაკრო პარამეტრების პარალელურად, უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. 2023 წლის დეკემბერში ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც დიდი წარმატებაა და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მოლოდინებს.
2023 წლის ეკონომიკური ტენდენციების შეჯამება:
2024 წლის ეკონომიკური მოლოდინები
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ჩვენი 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებული გვაქვს 2 სცენარი - საბაზისო და ოპტიმისტური და ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია. ამასთან, ჩვენი საბაზისო სცენარით:
ოპტიმისტურ სცენარში გვაქვს დაშვება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენს საბაზისო სცენარში არსებულ დაშვებებთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მომხმარებელთა და ინვესტორთა განწყობებს. შესაბამისად, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით:
რაც შეეხება რისკებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს ეკონომიკური პროგნოზები, ეს კვლავ უკავშირდება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებული ბუფერებით ქვეყანას შეუძლია გაუმკლავდეს პოტენციურ რისკებს მათი რეალიზების შემთხვევაში.
გალტ & თაგარტის სრული კვლევა 2024 წლის ეკონომიკურ და სექტორულ მოლოდინებზე მოცემულია შემდეგ ბმულზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826