მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა

news image
mbc image

2024 წელს, რთველის ფარგლებში გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის - 320 ათას ტონამდე ყურძენი, რაც დაახლოებით 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის მოსავალი, რაოდენობასთან ერთად, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. ღვინის კერძო სექტორი ორიენტირებული იყო ხარისხიანი ყურძნის შეძენაზე და შესაბამისად, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებიც იქნება გამორჩეული, მრავალფეროვანი და ხარისხიანი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი  სრულად დაბინავებულია. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა.

მევენახეობის მთავარ რეგიონებში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში  გადამუშავდა 291 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის  რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.  

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს მოსავლის დაბინავება როგორც კახეთში, ისე რაჭა-ლეჩხუმში ნაადრევად დაიწყო: კახეთში 13 აგვისტოდან, რაჭაში 23 სექტემბრიდან და ლეჩხუმში 4 ოქტომბრიდან. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში და რაჭაში რთველის პიკური პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვეოდა, საორგანიზაციო შტაბის მიერ უზრუნველყოფილი იყო მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება. ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, ჩართული იყო 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი.

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან, გადამუშავებულია:

რქაწითელი - 136 ათასი ტონა

საფერავი -    130 ათასი ტონა

კახური მწვანე - 5,9 ათასი ტონა

ალექსადრეულ/მუჯურეთული, რაჭა - 1618 ტონა

ცოლიკაური, ცაგერი  - 753 ტონა

დანარჩენი სხვა ჯიშების ყურძენია

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების 1 კგ ყურძნის ფასები:

რქაწითელი - 1.00-დან 1.20 ლარის ფარგლებში

საფერავი -  1.50-1.60 ლარის ფარგლებში

ალექსანდრეულ/მუჯურეთული  -  8.00 ლარი

ცოლიკაური (ტვიშის) – 8.00 ლარი, ცაგერის ცოლიკაური - 5.00 ლარი.

მევენახე ფერმერების მიერ  მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის,  ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირება განახორციელა:

  • კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
  • ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს. ხოლო მევენახეებმა, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობამ დაუკომპენსირა სხვაობა ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
  • რაჭის რეგიონში, სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის  შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ"   ოპერატიულად,  სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო.  ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის  მუნიციპალიტეტებში იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური  1 კგ ყურძენი  1.00 ლარად ჩააბარეს. სულ გადამუშავდა 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი. სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სპირტის დასამზადებლად გადაამუშავა.

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 100-მდე ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა. შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში   ჩაუტარეს. აღსანიშნავია, რომ რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა