მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს GCCA-მ 2 მოკვლევა დაასრულა, ხოლო 4 მიმდინარე რეჟიმშია

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) 2024 წლის ბოლოსთვის მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევა, რომელთა დასრულებაც სავარაუდოდ 2025 წელს მოხდება.

  • ავტობაზრობის საქმე | კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების - შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“  და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების  სავარაუდო ფაქტზე. საკითხი ეხება - ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას.
  • ფარმაცევტული ბაზრის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი 8 ეკონომიკური აგენტის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე. საკითხი ეხება - შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენას(ფიქსირებას).
  • ბათუმში თევზით ვაჭრობის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ქ. ბათუმში, ე.წ. „მელკიმორიის ბაზრობაზე“ იმპორტირებული თევზით ვაჭრობის სექტორში. საკითხი ეხება - შპს „პოსეიდონი 2022“-ის მიერ სააგენტოში შემოტანილ საჩივარს კომპანიების შპს ,,გოლდენ ფიშ ბათუმსა“ და შპს ,,ზუნდაგს“ შორის კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებების შესაძლო ფაქტს. ასევე, ერთ-ერთი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტს.
  • ელექტრონული კომერციის ბაზრის საქმე | დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
  • მოკვლევა მიმდინარეობს - ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით.

მოკვლევის მიმართულებით

  • დაკისრებული ჯარიმა სულ - 43, 635.08 ლარი
  • დასრულებული მოკვლევის შედეგად 14 635.08 ლარი
  • შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით - 29 000 ლარი

იმავდროულად სააგენტოს მიერ, 2024 წელს დასრულდა 2 მოკვლევა.

  • სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების საქმე | კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები

საკითხი ეხებოდა - შპს ,,თინეთისა“(www.swoop.ge) და სს ,,მასტერქარდ იუროფის“ მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტს. კერძოდ, შპს ,,თინეთისთვის“, სხვა სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით, ექსკლუზიური პირობების მინიჭებას - მასტერქარდის ბარათით გადახდის შემთხვევაში, ლოიალობაზე დაფუძნებულ (დამატებითი, 25%-იანი  ფასდაკლების სისტემა)  შეთავაზებას. GCCA-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შედეგად, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობის ფაქტი და შესაბამისი კანონდარღვევა არ დადგინდა, თუმცა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით გაიცა ორი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.

 

  • საკვები სოდის წარმოების/რეალიზაციის საქმე | არაკეთილსინდისიერი კონკურენცია

- საკითხი ეხებოდა - შპს „სანტრეიდის“ მიერ საკუთარი პროდუქტის შეფუთვაზე კონკურენტის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის მსგავსი/თითქმის იდენტური იერსახის გამოყენებას. .
 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა და მოპასუხე მხარეს  14 600 ლარზე მეტი ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.  ასევე, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე მხარეს დაევალა მის მიერ განხოციელებული ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა