მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ტურისტები მიიღო - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

2024 წელი ნამდვილად იყო გამოწვევებით სავსე, მაგრამ მიუხედავად ამ არაერთი გამოწვევისა ჩვენ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შევძელით და უკვე წარმატებულად შეგვიძლია შევაფასოთ გასული წელი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 

„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ტურიზმის ციფრები, ამ შემთხვევაში რაოდენობა, თუ რამდენი საერთაშორისო მოგზაური, ტურისტი გვყავდა. სასიხარულოა, რომ სრული წლის ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა ტურისტული ვიზიტების. 5,1 მლნ-მდე ტურისტმა იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან შთამბეჭდავია. საერთაშორისო მოგზაურების ჭრილში 7,4 მლნ-მდე გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვან როლს ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ზოგადად ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ტურიზმი იზრდება მდგრადად და დივერსიფიცირებულად“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ დღეს სექტორი არის დივერსიფიცირებული, რადგანაც ქვეყანაში ტურისტები განსხვავებული ქვეყნიდან შემოდიან.

„2024 წლის ტურიზმის სტატისტიკას თუ ვნახავთ იქ ნათლად ჩანს თუ რამდენად დივერსიფიცირებულია თვითონ სექტორი. დივერსიფიცირებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ რამდენი განსხვავებული ქვეყნიდან შემოდის ჩვენს ქვეყანაში ტურისტი. ასევე რამდენი ახალი ქვეყანა ემატება ჩვენი ტურიზმის სექტორს. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ 2024 წელს, წლის ჭრილში ჩვენ დავინახეთ, რომ რეკორდული ტურისტების რაოდენობა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, საუდის არაბეთიდან, აშშ-დან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.
გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
ტურისტული და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.
გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა +0.8%-ს შეადგენს.
2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს.
2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან:

  • თურქეთი 1,336,834 ვიზიტი
  • ისრაელი 310,982 ვიზიტი
  • ყაზახეთი 178,930 ვიზიტი
  • ინდოეთი 124,335
  • ჩინეთი 88,583 ვიზიტი
  • საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი
  • უზბეკეთი 64,259 ვიზიტი
  • ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი
  • საფრანგეთი 28,302 ვიზიტი
  • საბერძნეთი 27,557 ვიზიტი
  • ქუვეითი 27,277 ვიზიტი
  • ლატვია 22,297 ვიზიტი
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა