2024 წელს თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2024 წელს თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა გაგრძელდება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მედიას განუცხადა, თუმცა პროექტის ღირებულება და ბიუჯეტი არ დაასახელა.
“რაც შეეხება რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობას, მომდევნო წელს გათვალისწინებულია ამ გზის მშენებლობის გაგრძელება და ეს განხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებდა. პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის „თბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებდა.
ავტომაგისტრალის სიგრძე 17.4 კილომეტრია.
ავტომაგისტრალის დარჩენილი 3.2 კმ. მონაკვეთის მშენებლობა, მოსახლეობის პროტესტის გამო, შეჩერდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
08.06.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0683 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6625 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6625 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0683 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1012 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0329 ლარი შეადგინა.