მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლის მიმდინარე პროგნოზით საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 27 ათასი დოლარი იქნება - მიხეილ დუნდუა

news image
mbc image

მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ბულგარეთს 4 წლით ჩამორჩება და როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, შესაძლოა 2029 წლისთვის ეს ჩამორჩენა სრულად აღმოიფხვრას და  2030 წლისთვის საქართველოს იყოს ევროკავშირის ქვეყნის შესაბამისი კეთილდღეობის ქვეყანა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქ მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობა იგულისხმება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რომ შევედაროთ სხვა ქვეყნებს როგორია ჩვენი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა საქართველოში და როგორია მაგალითად ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის ბოლო ქვეყანაში, როგორიც არის ბულგარეთი? ევროკავშირს ვერ დაეწევი თუ არ დაეწიე ბულგარეთს. წინა წლებში, მაგალითად 12 წლის უკან თუ ჩამორჩენა გვქონდა ბულგარეთთან ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკით დაახლოებით 9-10 წლიანი, ახლა ეს ჩამორჩენა შევამცირეთ 4 წლამდე. როგორც სსფ ამბობს, 2024 წლის მიმდინარე პროგნოზით საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იქნება 27 ათასი დოლარი და ეს შეესატყვისება ბულგარეთის 4 წლის წინანდელ მაჩვენებელს. 2025 წელს იქნება დაახლოებით 30 ათასი დოლარი, რაც შეესატყვისება ბულგარეთის 2021 წლის მაჩვენებელს. ანუ ბულგარეთსა და საქართველოს შორის  ჩამორჩენა შემცირებულია 4 წლამდე და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ ტემპს და მაჩვენებელს აჩვენებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ვიდრე სსფ ამას პროგნოზირებს, 2029 წლისთვის ეს 4 წლიანი ჩამორჩენაც შესაძლოა აღმოფხვრილი იყოს და 2030 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირის ქვეყნის შესაბამისი კეთილდღეობის ქვეყანა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე საკმაოდ მაღალ შედეგებს აჩვენებს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა