2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა - APM Terminals Poti
2024 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti-ი ავრცელებს.
2024 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 53 129 TEU კონტეინერი დაამუშავა.
„მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან ამ დრომდე კონტეინერის დამუშავების მაჩვენებელი ყოველთვიურად მზარდია (აპრილი - 45 989 TEU, მარტი - 41 104 TEU), მაისი ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეული იყო.
იანვარ-მაისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 225,630 TEU კონტეინერი დამუშავდა. გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals Poti-მა 2024 წლის მაისის თვეში 30 საკონტეინერო გემი მიიღო, აპრილში 27, ხოლო მარტში 24“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
„ლენდლორდის” მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ - თამარ იოსელიანი
06.07.2026.20:28
"ლენდლორდის" მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე შეუძლიათ დამატებითი ტვირთნაკადები მოიზიდონ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ მოდელზე, რომელიც არის ფართოდ აპრობირებული მსოფლიოში. ეს არის "ლენდლორდის" მოდელი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფო ააშენებს ძირითად ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას და დარჩება ნავსადგურის ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის 100%-იანი წილის მესაკუთრედ. ამასთან, პორტში განთავსებული სპეციალიზებული ტერმინალები გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა საერთაშორისო ოპერატორებს და ინვესტორებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ ახალი მოდელით საქართველოს აქვს შესაძლებლობა პორტის განვითარებაში ერთდროულად ჩართოს რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, რომელთაც გააჩნიათ როგორც მსგავსი ტიპის ნავსადგურების ოპერირების გამოცდილება, ასევე აქვთ შესაძლებლობა, მოიზიდონ დამატებითი ტვირთნაკადები, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გადანაწილდეს როგორც რისკები, ასევე მოხდეს ყველა ჩართული ქვეყნისა თუ კომპანიის ინტერესების გათვალისწინება ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.