მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2024 წლის მშპ-ს მაჩვენებელი 86 მლრდ-დან 90.9 მლრდ ლარამდე იზრდება - ფინანსთა სამინისტრო

news image
mbc image

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს პროგნოზირებდნენ, შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით შემოვიდა.

მისი თქმით, მთავრობა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,2%-დან 9%-მდე ზრდის და ბიუჯეტის ცვლილებაც ამან განაპირობა.

შესაბამისად, იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, რომლის მოცულობა დაახლოებით 90.9 მლრდ. ლარი იქნება, თავდაპირველად დაგეგმილი 86 მლრდ. ლარის ნაცვლად.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, წარმოდგენილი 2024 წლის ძირითადი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საბოლოო პროგნოზები შემდეგია: მშპ რეალური ზრდის პროგნოზი - 9,0%; მშპ-ს დეფლატორი - 3,1%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 1,0%; ნომინალური მშპ- 90 895,2 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 23 260,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი - 29 980,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 2,5%; მთავრობის ვალი - მშპ-ს 36,8%. აღნიშნული პარამეტრებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის გეგმური მაჩვენებელი მილიარდ 218 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 25.616 მლნ. ლარს შეადგენს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 207,0 მლნ ლარით იზრდება, რაც მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებების სრულად დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა.

წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ჯამურად 25 696 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი იზრდება 900 მლნ ლარით და 25 მილიარდ 930 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის დასკვნები წარადგინეს საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ასევე წარუდგინა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა“.

კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში ცნობად მიიღო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა