მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.5
-0.0052
flag
AZN 1.5366
-0.0003
flag
CNY 38.849
-0.0015
flag
EUR 3.0465
-0.012
flag
GBP 3.5598
-0.0086
flag
KZT 57.15
0.0036
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6121
-0.0004
news banner

2025-2026 მარკეტინგული წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ, $188.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 58%-ით აღემატება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

news image
mbc image

სახელმწიფო მეთხილე ფერმერების მხარდაჭერას წლების განმავლობაში ახორციელებს. 2022-2025 წლებში, თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, ათიათასობით ფერმერმა თხილის ბაღების მოვლა-მოყვანისთვის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერა სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ მეურნეობები და გაზარდონ წარმოების შესაძლებლობები.

თხილის საბაზრო ფასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, კლიმატური პირობები, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება. შესაბამისად, სექტორის მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე წლის ფასის მაჩვენებელი, არამედ დარგის გრძელვადიანი დინამიკა და ექსპორტის მონაცემები.

2025-2026 წლის მარკეტინგულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 18.5 ათასი ტონა თხილი, რომლის ღირებულებამ 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა მარკეტინგული წლის მონაცემებს 58%-ით აღემატება. ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, სადაც 12 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, საერთო ღირებულებით 131 მლნ აშშ დოლარი.

სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები აგრძელებენ თხილის სექტორში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. ამასთან, გაგრძელდება ისეთი მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს თხილის ხარისხის გაუმჯობესებას, ფერმერების ცოდნის ამაღლებას და ქართული თხილის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას საერთაშორისო ბაზრებზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეროვნული ბანკის სტატუსი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს - სებ-ი პოსტს აქვეყნებს

24.08.2026.18:41

„დღეს საქართველოს აქვს თავისი კონსტიტუცია... რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე!“ ეროვნული ბანკის სტატუსი საქართველოს კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მოქმედი კონსტიტუცია კი, რომლის ხელმომწერთა შორის იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა, სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება. 
2021 წელს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღების წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოუშვა", - წერს საქართველოს ეროვნული ბანკი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა