მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იყო და ამ ფონზე ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდა - ლაშა ქავთარაძის შეფასება

news image
mbc image

2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო შენარჩუნებული და ამ ფონზე გაუმჯობესება გვქონდა ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, 2025 წლის დასაწყისიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები შეიცვალა ისე, რომ Galt & Taggart-ს საკუთარი პროგნოზის გადახედვა რამდენჯერმე მოუწია. 

„რომ გავაკეთოთ 2025 წლის შეფასება მაკროეკონომიკურ ჭრილში, წლის დასაწყისი უფრო პესიმისტური განწყობებით გამოირჩეოდა. იყო პროგნოზები, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალი იქნებოდა, ზოგიერთის პროგნოზით კი შესაძლოა უარყოფითიც ყოფილიყო. საერთაშორისო ორგანიზაციები ზოგადად გამოირჩევიან კონსერვატიული მიდგომებით და მათი პროგნოზებიც წლის დასაწყისში მოკრძალებული იყო. წლის დასაწყისში ჩვენი საბაზისო სცენარი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5%-ით გაიზრდებოდა. თუმცა შემდგომ მოვლენები სრულიად რადიკალურად შეიცვალა. პირველი კვარტლის ბოლოს, როდესაც დავინახეთ, რომ წინასწარი შეფასებები ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებდა - იანვარში, თებერვალში უკვე გარკვეული ინდიკატორები მარტის მონაცემებზეც მიანიშნებდა - გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდის მიმართულებით. ამასთან, ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც მნიშვნელოვნად გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მახსოვს, 5%-დან 6.8%-მდე გავზარდეთ, ხოლო შემდგომ, წლის პირველი ნახევრის ბოლოს კიდევ ერთი გადახედვის შედეგად, 7.5%-მდე ავწიეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. განახლებული პროგნოზით, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებთან შედარებით ყველაზე მაღალი პროგნოზი გვქონდა“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე კვირაში დაიდება უკვე დეკემბრის მაჩვენებლები, რის შემდეგაც წლიური შეფასებაც გვექნება.

„სხვა პარამეტრებიც მნიშვნელოვანია. ყურადღება მინდა გავამახვილო სავალუტო შემოდინებებზე, რომელიც 2025 წელს წინა წლებთან შედარებით საკმაოდ ძლიერი დარჩა. მაგალითად, თუ შევხედავთ ტურიზმს, ტურიზმის შემოსავლები 2025 წელს $4.7 მილიარდი იყო, რაც 6%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს. ფულადი გზავნილები $3.6 მილიარდს გაუტოლდა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო ვაჭრობის კუთხით - ექსპორტი რეკორდულად  $7.3 მილიარდამდე გაიზარდა. იმპორტიც მაღალი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შიდა მოთხოვნა მაღალი იყო, და მთლიანობაში, ფაქტობრივად, სავალუტო შემოდინებები საკმაოდ სოლიდური იყო.

ასევე სოლიდური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ცხრა თვის მონაცემებზე დაყრდნობით. სავალუტო შემოდინებების მაღალ დონეზე შენარჩუნებამ ხელი შეუწყო იმას, რომ სებ-ს რეზერვები დაეგროვებინა, რომელიც 2025 წლის ბოლოს რეკორდულად გაიზარდა და $6.2 მილიარდი გახდა.

გაცვლითი კურსი 2025 წლის დასაწყისიდან  გამყარდა დაახლოებით 4.2%-ით. რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია იყო ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელმაც ზრდა დაიწყო მარტიდან მოყოლებული და წლის მეორე ნახევარში 4%-ს გადააჭარბა, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია ოქტომბერში. შემდგომ შენელდა და წლის ბოლოს 4%-ზე ჩამოვიდა. შედეგად, საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-ის ფარგლებში დაფიქსრდა 2025 წელს.

ის, რომ ინფლაციამ ზრდა დაიწყო და ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სებ-ს რეზერვები დაეგროვებინა, მოითხოვდა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გატარებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში უცვლელად 8%-ის დონეზე შეინარჩუნა.

თუ მაკროეკონომიკურ ჭრილში ფისკალურ პარამეტრებსაც შევხედავთ, გაუმჯობესება გვქონდა როგორც მთავრობის ვალის, ასევე ფისკალური დეფიციტის კუთხით. ბიუჯეტის დეფიციტის საბოლოო მაჩვენებელი ჯერ უცნობია, თუმცა ჩვენი ვარაუდით, ის 2.5%-ზე დაბალი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ. რაც შეეხება მთავრობის ვალს, მისი დონე მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 34%-ის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

მთლიანობაში, 2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული იყო და ამ ფონზე ბევრი მიმართულებით გაუმჯობესება გვქონდა“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა