მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

2025 წელს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 2.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image
mbc image

2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.

2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

ვიზიტების უმრავლესობა, 47.0 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.4 პროცენტი შეადგინა.

2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 და 367.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.97 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.98 ღამე) 0.1 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო კავშირები

28.09.2026.09:00

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვამ 233 103.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

2026 წლის რვა თვეში საქართველომ საფრანგეთში 22 255.3 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29 297.4 ათასი დოლარის. კლება 24.04%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:

• თხილი და სხვა კაკალი - 4 805.1 ათასი დოლარი;
• ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 4 459.1 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები - 3 253.2 ათასი დოლარი;
• მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები - 1 917.1 ათასი დოლარი;
• წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 1 519.4 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებით საქართველომ საფრანგეთიდან 210 848.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 216 131.5 ათასი დოლარის. კლება 2.44%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს:

• ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 30 021.8 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 19 440.0 ათასი დოლარი;
• კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის - 18 796.8 ათასი დოლარი;
• სუნამოები და ტუალეტის წყალი - 11 667.0 ათასი დოლარი;
• ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 10 887.4 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა