2025 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვების 70%-ზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე - საქსტატი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წელს გაცემულია 11 578 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით ნაკლები) 11 397.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.9 პროცენტი — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 509.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 8.1 პროცენტით მეტი) 3 393 ობიექტი (წინა წელთან შედარებით შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.0 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.8 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
სხვა სიახლეები
ინგა ფხალაძემ UNESCAP-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორთან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები განიხილა
04.06.2026.17:46
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ჰონგპენგ ლიუს შეხვდა. მხარეებმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხები, საქართველოსა და UNESCAP-ს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო მიმართულებები, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობასა და სუფთა ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში საერთაშორისო პარტნიორობის როლზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ენერგეტიკის სექტორში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარგალიტა არაბიძე და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.