მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან ₾1 411 მილიონი შეადგინა

news image
mbc image

საქართველოში სადაზღვევო სექტორი ზრდას განაგრძობს. 2025 წლის პირველადი მონაცემებით, სექტორის მიერ მიღებულმა მთლიანმა სადაზღვევო პრემიამ 1 მილიარდ 411 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ბოლო 10 წელიწადში სექტორი პრაქტიკულად 3,5-ჯერ გაიზარდა, რაც მოსახლეობის მხრიდან დაზღვევის მიმართ ნდობის ზრდაზეც მიუთითებს.

„სექტორის პირველადი მონაცემები უკვე გვაქვს. 20 თებერვალს გვაბარებენ სრულ ინფორმაციას. მცირედი დაზუსტებები ხდება ხოლმე, ამას შემდგომ ერთვის წლიური აუდიტორული დასკვნები და მერე ქვეყნდება უკვე საბოლოო მონაცემები.

ამიტომ ციფრები შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ. მთავარი არის მაჩვენებელი - ეს არის მთლიანი პრემიის მაჩვენებელი, ანუ შემოსავალი რა ჰქონდათ კომპანიებს ერთობლიობაში - დაზღვევის სფეროში პრემიას ეძახიან, შეადგინა 1 მილიარდ 411 მილიონი. ეს მაჩვენებლები 2024 წელთან შედარებით გაზრდილია 12%-ით. საკმაოდ კარგი ზრდა არის. წინა წლებში ჩვენ ცოტა მეტიც კი გვქონდა ზრდა, 17-18%-მდე, ორი-სამი წელი ზედიზედ და მთლიანობაში ნებისმიერი ზრდა 8-10%-ის ფარგლებში და მით უმეტეს 10%-ზე მეტი ითვლება კარგ ზრდად. 2015 წლის მონაცემი იყო 393 მილიონი ანუ 400 მილიონზე ნაკლები. 2023-ში პირველად გადაილახა მილიარდიანი ზღვარი და უკვე ორ წელიწადში უკვე 1 მილიარდ 400 მილიონია და საკმაოდ ესე იგი სოლიდური, 10 წელიწადში პრაქტიკულად არის თითქმის სამნახევარჯერ გაზრდილი სექტორი. ეს მოწმობს თავისთავად იმას, რომ მოსახლეობის ნდობაც გაზრდილია. რა თქმა უნდა, აქ სრულ ნდობაზე ჯერ არ არის ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად ნდობა გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების მიმართ, ასევე პროდუქტების მიმართ, რომელსაც ისინი ქმნიან. თუმცა იდეალური ბევრი რამე არ არის“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა. 

როგორც დავით ონოფრიშვილი აღნიშნავს, სადაზღვევო კულტურის განვითარება პოსტსაბჭოთა სივრცეში ეტაპობრივად მიმდინარეობს. მისი თქმით, წარსულში საზოგადოებაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ დაზღვევა აუცილებელი არ იყო, თუმცა დღეს სულ უფრო იზრდება გააზრება, რომ სხვადასხვა ტიპის დაზღვევა მოქალაქეებს ეხმარება გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ფინანსური რისკების შემცირებაში და დამატებითი ვალდებულებების თავიდან აცილებაში.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, სადაზღვევო სექტორში გაზრდილია როგორც აქტივები, ისე კაპიტალი, ხოლო წმინდა მოგება დაახლოებით იმავე დონეზეა შენარჩუნებული

„ზოგადად, გაზრდილია აქტივები და კაპიტალი, წმინდა მოგება კი იმავე დონეზე ნარჩუნდება. თუმცა, სექტორის განვითარების კუთხით, მთავარი მაინც არსებული კონკურენციაა.

ბაზარზე 19 კომპანიაა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ეს ციფრი საკმაოდ დიდია და მიწოდების თვალსაზრისით, იგივე შედეგის მოტანა 10-12 კომპანიასაც შეეძლო. თუმცა, ყველა მოქმედი კომპანია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და საზედამხედველო კაპიტალის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ კაპიტალზე მოთხოვნა მკვეთრად გავზარდოთ. მაგალითად, არსებული 7.2 მილიონიდან ერთ წელიწადში 20 მილიონამდე გაზრდა ბევრი მათგანისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდება, რაც ბაზარზე რყევებს გამოიწვევს. ჩვენი მიზანია სრულად გავაკონტროლოთ პროცესი, რათა კომპანიებმა, რომლებიც მომხმარებლის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს იღებენ, მათი გასტუმრება შეძლონ. სწორედ ამ სურათს ვაკვირდებით და ვარეგულირებთ“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.

დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო ბაზარზე არსებული კონკურენცია მომხმარებლებისთვის დადებით შედეგს იძლევა. მისი თქმით, კონკურენციის პირობებში კომპანიები ცდილობენ მომხმარებლებს შესთავაზონ უკეთესი ხარისხის პროდუქტები და შედარებით დაბალი ფასები, რადგან მონოპოლიის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა