მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

2025 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საბიუჯეტო შემოსავალი 217 მილიონ ლარზე მეტია, გეგმა 102%-ით შესრულდა - ნინო ენუქიძე

news image
mbc image

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 217 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც გეგმა 213 მილიონ ლარს შეადგენდა.

„გასულ წელს გამოცხადდა 800-ზე მეტი აუქციონი და გაიყიდა 500-ზე მეტი ობიექტი, რამაც, ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საპრივატიზაციო გეგმა წარმატებით შეგვესრულებინა" - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით განაგრძობს პრივატიზაციის პროცესს, რომელიც გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელსაც, ისევე, როგორც 2025 წელს წარმატებით განვახორციელებთ საპრივატიზაციო პროცესს და კვლავ შევძლებთ გეგმის გადაჭარბებით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას" - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს

23.10.2026.19:00

საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.

საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.

TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:

• უზბეკეთი  - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:

• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა