2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა - საქსტატი
2025 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 888.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 70.4 პროცენტი ქალია, ხოლო 29.6 პროცენტი - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.7 პროცენტი თბილისშია, 15.5 პროცენტი - იმერეთში, 10.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 10.2 - პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8.5 პროცენტი - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რომელთაგან 32.8 პროცენტი ქალია, ხოლო 67.2 პროცენტი - კაცი. სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლების 69.5 პროცენტი შეზღუდული შესაძლებლობაა, 17.5 პროცენტი - ომის მონაწილე, 10.9 პროცენტი - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, ხოლო 2.1 პროცენტი - სხვა. ამასთან, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების რიცხოვნობა 134.7 ათასი იყო.
სოციალური პაკეტის მიმღებთა 27.6 პროცენტი თბილისშია, 15.6 პროცენტი იმერეთში, 12.6 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 34.9 პროცენტია.
2025 წელს, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 397.1 ათასი შეადგინა. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 129.5 ათასი იყო, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი - 54.8 ათასი. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისშია - 79.6 ათასი, საიდანაც დახმარების მიმღებია 33.5 ათასი.
სხვა სიახლეები
სამომავლო მიწოდებაში ზომასთან ერთად მზარდია მაღალი კლასის საწყობების წილიც - Galt & Taggart
27.07.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.