2025 წელს საწარმოთა 7.6%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი - საქსტატი
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად, 69.1 პროცენტი და 61.5 პროცენტი). განხორციელებული ინოვაციების 65.2 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 34.8 პროცენტი სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.
საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნეს პროცესების ინოვაციების 82.5 პროცენტი შემუშვებული იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 23.8 პროცენტი — სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 23.6 პროცენტი მოდის სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება-მოდიფიცირების განახორციელებაზე, ხოლო 18.5 პროცენტი შემუშავებული იქნა სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ.
ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას მაღალ ხარისხზე ფოკუსირებას საწარმოთა 45.9 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, საწარმოთა 35.9 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე, ხოლო საწარმოთა 36.6 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებულ მომხმარებელთა ჯგუფების დაკმაყოფილებაზე.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა
29.05.2026.17:00
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვამ 108 202.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის ოთხ თვეში საქართველომ საფრანგეთში 12 216.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15 824.8 ათასი დოლარის. კლება 23%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთში ყიდის:
2026 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით საქართველომ საფრანგჰეთიდან 95 985.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 96 875.9 ათასი დოლარის. კლება 1%-მდეა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო საფრანგეთიდან ყიდულობს: