მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

2025 წელს სებ-ის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები სტაბილურად შენარჩუნდა - ნათია თურნავა

news image
mbc image

მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ამსახველი ინდიკატორები, როგორებიცაა საბაზო ინფლაცია და მომსახურების ინფლაცია, წლის განმავლობაში 3 პროცენტთან შედარებით დაბალი შენარჩუნდა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივი 3 პროცენტიანი მაჩვენებლისგან ზომიერად გადახრილი იყო.

„საბაზო ინფლაციამ 2025 წელს საშუალოდ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სექტორში, სადაც ფასების ცვლილება შედარებით ხისტი ხასიათისაა, ინფლაცია საშუალოდ 2.7 პროცენტი იყო. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კარგად იყო მართული,
სტაბილურად შენარჩუნდა და ინფლაციური პროცესები ნაკლებად ყოვლისმომცველი იყო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, 2025 წლის ოქტომბრის პიკური 5.2 პროცენტის შემდგომ, ინფლაციას თანმიმდევრულად კლებადი ტენდენცია ჰქონდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.8 პროცენტამდე მოიკლო და მარტში უკვე 4.3 პროცენტამდე შემცირდა.

„თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები გლობალურად გაიზარდა, რამაც ადგილობრივადაც გააძვირა საწვავი და აპრილის ინფლაციაში დამატებით 0.8 პპ წვლილი შეიტანა. საბოლოოდ, აღნიშნული მიწოდების შოკის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა. თუმცა შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. კერძოდ, საბაზო ინფლაციამ აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბალანსში ექსპორტად აღრიცხული მოცულობის 30.4% აზერბაიჯანთან ტექნიკურ გაცვლას წარმოადგენდა, დანარჩენი 69.6%-ის ექსპორტი თურქეთში განხორციელდა, რომლის ნახევარი ესკოს ბარტერს წარმოადგენდა | Galt & Taggart

05.10.2026.19:00

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები. 

,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა