მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168
0.0013
flag
AZN 1.5324
-0.0003
flag
CNY 38.85
-0.0011
flag
EUR 2.9576
0.0024
flag
GBP 3.4624
0.0146
flag
KZT 59.24
-0.0008
flag
TRY 0.0531
-0.0001
flag
USD 2.6047
-0.0004
news banner

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და ₾253.7 მილიარდი შეადგინა - საქსტატი

news image
mbc image

2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1 პროცენტით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წელს მისი მოცულობა 99.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია.

2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 68.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 16.1 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე.

განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.8 პროცენტი, საშუალოზე — 26.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 28.0 პროცენტი.

2025 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — 123.5 მილიარდი ლარი (2024 წელთან შედარებით 7.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 76.4 მილიარდი ლარი (2024 წელთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2025 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 899.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.8 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.2 პროცენტი — მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.7 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 40.9 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 827.2 ათასი კაცი შეადგინა (2024 წელთან შედარებით 3.2 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2024 წელთან შედარებით 12.2 პროცენტით მეტი).

2025 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2198.4 ლარს გაუტოლდა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 173.9 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 712.8 ლარი შეადგინა (2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 2 497.3 ლარი;
• საშუალო ზომის ბიზნესი – 2 755.6 ლარი;
• მცირე ბიზნესი – 1 507.4 ლარი.

2025 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.5 პროცენტი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ვაჭრობა (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით), 33.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი — დამამუშავებელი მრეწველობა 7.7 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.1 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 13,0 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

2025 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.8 პროცენტი) და ვაჭრობა (18.5 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა მშენებლობა (18.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციაბი (7.6 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 27.7 პროცენტიანი წილი ეკავათ.

2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.5, 11.0 და 9.1 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 პროცენტი), მშენებლობის (7.8 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (6.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.4 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა 2025 წელს:

• ქ. თბილისი – 62.1 პროცენტი
• აჭარის ა.რ. – 10.1 პროცენტი
• იმერეთი – 7.1 პროცენტი
• ქვემო ქართლი – 5.7 პროცენტი
• სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი • კახეთი – 3.1 პროცენტი
• შიდა ქართლი – 2.9 პროცენტი
• მცხეთა-მთიანეთი – 1.9 პროცენტი
• სამცხე-ჯავახეთი – 1.8 პროცენტი
• გურია – 1.2 პროცენტი
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.4

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა და ₾253.7 მილიარდი შეადგინა - საქსტატი

01.10.2026.11:24

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა