2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს
საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველი ნახევარი გზავრთნაკადის და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შეადგინა. რაც შეეხება, რეისების რაოდენობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.
რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. რეისების ოდენობამ კი პირველ 6 თვეში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებულ რეისებთან შედარებით.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450 330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. Წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმია საქართველოს აეროპორტებში როგორც პირველი 6 თვის, ისე თითოეულ საერთაშორისო აეროპორტში ივნისის თვეში. ივნისის თვეში, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის ივნისში 758,279 მგზავრსა და 3,399 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 8-%-იანი და რეისების14-%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა გასულ თვეში 170,276 მგზავრი და 519 რეისი მიიღო, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იან ზრდას, ხოლო რეისების კუთხით 23%-იან ზრდას წარმოადგენს.
ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი ივნისში 121,586 მგზავრსა და 583 რეისს მოემსახურა. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 22%-იანი და რეისების 38 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826