მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წლის ეკონომიკური ზრდის მოლოდინები - Galt & Taggart

news image
mbc image

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ამასთან, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.7-%-მდე შენელდა, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია და კოვიდ-პანდემიამდე პერიოდის ისტორიულ ზრდის ტემპებს აღემატება. რაც შეეხება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. რადგან წინასწარ რთულია განსაზღვრა, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესები, Galt & Taggart-მა შეიმუშავა სამი სცენარი მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენს მაკრო პროგნოზებზე.

Galt & Taggart-ის 2025 წლის საბაზისო სცენარით, დაშვებაა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება შენარჩუნდება წლის განმავლობაში:

  • აღნიშნულ სცენარში, Galt & Taggart-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 5.0%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად მოხმარებით იქნება განპირობებული.
  • ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.88-ის ფარგლებში.
  • საშუალო წლიური ინფლაცია 3.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაზეც საბაზო ეფექტთან ერთად, გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების ფასები და ლარის გაუფასურება. ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, ფასების ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში არსებულ 8.0%-ზე შენარჩუნდება.
  • 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, Galt & Taggart-ის პროგნოზით, დარჩება მართვადი – შესაბამისად - მშპ-ის 3%-ზე და მშპ-ის 40%-ზე ქვემოთ.

2025 წლის პესიმისტურ სცენარში მთავარი დაშვებაა პოლიტიკური პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება:

  • აღნიშნული, Galt & Taggart-ის შეფასებით ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და ეკონომიკური ზრდის ტემპის 2.4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.
  • სუსტი ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური არასტაბილურობა ლარის კურსზე უარყოფითად აისახება და შესაბამისად, ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი ამ სცენარში მოსალოდნელია 3.1-ის ფარგლებში.
  • ლარის გაუფასურება ფასებზე ზეწოლას გააღრმავებს, რადგან სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული საქონელია. Galt & Taggart-ის პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 5.7%-მდე გაიზრდება. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.5%-მდე.
  • ამ სცენარში Galt & Taggart ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 3%-ზე ქვემოთ შენარჩუნებას პროგნოზირებს, რადგან შესუსტებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე საგადასახადო შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, დაბალანსდება ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების (ძირითადად კაპიტალური ხარჯების) შეკვეცით, რათა დაცული იყოს ფისკალური დისციპლინა.

რაც შეეხება 2025 წლის ოპტიმისტურ სცენარს, აქ მთავარი დაშვება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას უკავშირდება:

  • ამ სცენარში პროგნოზია 7.0%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც გაუმჯობესებულ ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობებს უკავშირდება.
  • ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.78-ის ფარგლებში.
  • საშუალო წლიური ინფლაცია მოსალოდნელია 3.1%-ს დონეზე, რაც ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75%-მდე.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რამაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს დამატებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ესენია - უკრაინაში ომის დასრულება, აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გავლენა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებზე, აშშ-ს ცენტრალური ბანკის განაკვეთების შემცირების დინამიკა, და ა.შ.

სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებგვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სხვა მაკროპარამეტრებისა და ვალუტის კურსების პროგნოზები.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა