მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად.

"2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უნისონში მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციის ბაზრის კვლევის, შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად და მათი მუშაობის ეფექტი არის ძალიან დიდი. მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებს გეტყვით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა.

ასევე ჩვენ გვაქვს შემოწმებები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საიდანაც ასევე რამდენიმე ათეული მილიონის დაზოგვა მოხდა. ჩვენ ამას აქტიურად ვაგრძელებთ. ასევე, მხოლოდ რეალურ დროში აუდიტით რომ არ იყოს შემოფარგლული ეფექტიანობის დეპარტამენტი, ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ სარეკომენდაციო მიმართულებები, ანუ მივცეთ უწყებებს გარკვეული მიმართულებები, სად იქნებიან უფრო ეფექტიანები, რომ საერთოდ ჩარევა არ მოგვიწიოს, წინასწარ დავაზღვიოთ მათ შორის ესეც.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეიმუშავა შესყიდვების კანონში ცვლილებები შესყიდვების სააგენტოსთან ერთად. ჩვენი ჩართულობით ამოქმედდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააზღვევს კორუფციულ რისკებს. ამ მიმართულებით და ნახევარი მილიონის ზღვრის ზევით შესყიდვა წავიდა ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოში", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ასევე კარგად მუშაობს ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული, რომელმაც შეძლო 4 მილიარდის შესყიდვების ბაზრის კვლევის აწევა, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტმა და სამხარაულმა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური ჩართულობით, დაადგინა ფასები. სამშენებლო ფასები, რომელიც ყოველთვის პრობლემური იყო 35 წლის განმავლობაში, ეს იყო სერიოზული აქილევსის ქუსლი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურაზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, წარმატება, ზრდა და ამ მიმართულებით როდესაც სამშენებლო ფასებში არის გაურკვევლობა, დიდ პრობლემებს ქმნიდა ხოლმე ეს. მაგრამ სამხარაულმა, ძალიან კარგად იმუშავა, მათ დაადგინეს არა მარტო ხელფასები, რაც ბიზნესს ძალიან აწუხებდა კონკრეტული პროექტის შედგენის დროს, ხარჯთაღრიცხვის შედგენის დროს, ასევე აქ საუბარია მასალებზე, მანქანა-მექანიზმებზე და ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შეიძლება მშენებლობას შეეხოს", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის $771.3 მლნ მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის - ვახტანგ ცინცაძე

13.07.2026.13:33

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა - 771.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებლებიც. ჯამურად, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტი 20.1%-ით არის გაზრდილი და მისი მოცულობა ასევე რეკორდულ ოდენობას - 3,876.7 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ის მაჩვენებლები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და მის მხარდაჭერაზე. სახელმწიფო აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას და, ფაქტობრივად, არაერთი სახელმწიფო პროგრამის მოდერნიზება ხდება, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელი - 2,396.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ - 12,925.6 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა