მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წლის მეორე კვარტალში საშუალო ხელფასმა 2212 ლარი შეადგინა - ზრდამ ინფლაციას 2.6-ჯერ გადააჭარბა - სოსო არჩვაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის მეორე კვარტალში 2212 ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით მეტია. მისი თქმით, ხელფასების ზრდის ტემპი 2.6-ჯერ აჭარბებს იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს, რამაც რეალური ხელფასების 6.1%-იანი მატება განაპირობა, - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, დაქირავებულზე ხელფასის წლიური მატება (+207 ლარი) აღემატება რაციონალური ნორმის ფარგლებში საჭირო საკვების – კარტოფილისა და თევზის შესაძენ თანხას. პოზიტიურ ტრენდს ამყარებს ისიც, რომ ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში - მაგალითად, განათლების სფეროში, სადაც ხელფასები 19.3%-ით გაიზარდა, რაც საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.

„საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 2025 წლის მეორე კვარტალში 2212.0 ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.3 პროცენტით გადააჭარბა. ხელფასის მატების ტემპი 2.6-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში ინფლაციის ტემპს, რის შედეგად ადგილი ჰქონდა რეალური ხელფასის მატებას დაახლოებით 6.1 პროცენტით. ხელფასის მატებისა და ეროვნულ მეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, თვეზე გადაანგარიშებით, 2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიცა დაახლოებით 285 მლნ. ლარით მეტი ხელფასი, რაც საქართველოს 11.4 ათასზე მეტი შინამეურნეობის წლიური შემოსავლის ეკვივალენტურია. 
ერთ დაქირავებით დასაქმებულზე გაანგარიშებით, საშუალო თვიური ხელფასის წლიური მატება (+207.1 ლარი) საგრძნობლად აღემატება რაციონალური (რეკომენდებული) ნორმის ფარგლებში წლიური მოხმარებისათვის საჭირო რაოდენობის კარტოფილის, თევზისა და თევზეულის შესაძენად საჭირო თანხას. 

საშუალო ხელფასის ზრდის პოზიტიურ ტრენდს აძლიერებს ხელფასების უფრო სწრაფი ზრდა შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში. - მაგალითად, განათლების სფეროში, რომელზეც მოდის ეროვნულ მეურნეობაში ყოველი მერვე დასაქმებული, საშუალო ხელფასი გაიზარდა 19.3 პროცენტით, რაც საშუალო მაჩვენებელს 1.9-ჯერ და მეტად აღემატება.

ქალების შრომის ანაზღაურება გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცების (11.3% vs. 10.0%). ეროვნულ მეურნეობაში სხვაობა მამაკაცებისა და ქალების შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლებს შორის შემცირდა 2012 წლის 39.8 პროცენტიდან 2025 წლის 33.4 პროცენტამდე. ამასთან, ამჟამად ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებული ყოველი მეექვსე ქალის შრომის ანაზღაურება აღემატება ეროვნულ მეურნეობაში არსებულ საშუალო ხელფასს (2212.0 ლარს). ქალების ამჟამინდელი საშუალო ხელფასი თავისი რეალური მსყიდველობითი უნარიანობით მამაკაცების 4.5-წლის წინანდელი საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობის ეკვივალენტურია - ეს სხვაობა დაახლოებით 2.5 წლით ნაკლებია 2010-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, როდესაც სხვაობა დაახლოებით 7.0 წელს შეადგენდა. 

ბიზნეს-სექტორში, რომელზეც მოდის დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობის თითქმის 4/5, საშუალო შრომის ანაზღაურება შეადგენს 2317.6 ლარს, რაც 4.8 პროცენტით აღემატება საშუალო ხელფასს ეროვნულ მეურნეობაში და დაახლოებით 26.0 პროცენტით - ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში ჩამოყალიბებულ საშუალო ხელფასს“, - წერს არჩვაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა