მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წლისათვის ქვეყანა 7 619 140 საერთაშორისო ვიზიტორზე აკეთებს გათვლას

news image
mbc image

2025 წლისათვის ქვეყანა 7,619,140 საერთაშორისო ვიზიტორზე აკეთებს გათვლას. როგორც „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ „ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებითი ანგარიშშია“ აღნიშნული, საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისათვის, ქვეყნის მიზანია, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელმა 5.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს.

„ტურიზმის სექტორის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ინდიკატორს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების დინამიკა წარმოადგენს. 2020 წელს, პანდემიის შედეგად, ტურისტული ნაკადების 80%-იანი კლება ფიქსირდება. წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით დადებითია 2021-2022 წლების დინამიკა. 2022 წლისათვის, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 60%-ს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის სტრატეგიით, 2025 წლისათვის, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების სამიზნე მაჩვენებელი 7,619,140 შეადგენს.

პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ტურიზმის სექტორის განვითარების კიდევ ერთ ინდიკატორს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს.  2019 წელთან შედარებით, 2020 წელს შემოსავლების 83%-იანი კლების შემდეგ, 2022 წლისათვის შემოსავალმა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. ამ მიმართულებით გასათვალისწინებელია, რომ რუსეთუკრაინის ომის შედეგად საქართველოში ჩამოსული მიგრანტები, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან უფრო ხანგრძლივი დროით რჩებიან, რაც შესაბამისად აისახება მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ასეთ მკვეთრ ზრდაზე. საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისათვის, ქვეყნის მიზანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელმა 5.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს“, - აღნიშნულია „რეფორმეტრის“ ანგარიშში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა